Friday, January 25, 2013

გამოჩენილი ადამიანები


გამოჩენილი ადამიანები

         არსებობენ ადამიანები,რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში...ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მთლიანად  თავიანთი ეპოქა....დავიწყოთ უძველესი პერიოდიდან. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ალექსანდრე მაკედონელი..


ალექსანდრე  მაკედონელი

         ალექსანდრე დიდი მაკედონელი-მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხედართმთავარი. მან დაიპყრო თითქმის მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო. მან დაიპყრო ნახევარი საბერძნეთი, ეგვიპტე, სირია, კაპადოკია, ბაბილონი და სპარსეთი. ალექსანდრე ინდოეთთან ბრძოლაში დამარცხდა. იგი გარდაიცვალა ძვ.წ. 323 წელს მძიმე დაავადების გამო. მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამეხდრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.
ალექსანდრე დიდი, მაკედონელი დაიბადა ძვ.წ. 356 წლის 20 ივლისს მაკედონიის სამეფოსდედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, დედოფალოლიმპიადა III-ის  შვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლესშთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის.ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვაქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანაგგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.
როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა:
„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო“. 

ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი. როდესაც ალექსანდრეს 13 წელიშეუსრულდა ფილიპემ გადაწყვიტა მასწავლებლად მოეწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე,რომელიც იმ პერიოდში ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. ცნობილია, რომგანათლების მიცემის სანაცვლოდ ფილიპე დათანხმდა აღედგინა მის მიერვე დანგრეულისტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი. ასევე ფილიპემ არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე, რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები გახდნენ. არისტოტელემ ალექსანდრეს ზედმიწევნით შეასწავლა მედიცინა, ფილოსოფია, მორალი, რელიგია, ლოგიკა, ხელოვნება.
ალექსანდრეს არისტოტელეს შესახებ უთქვამს: მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამსიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.
ალექსანდრე მაკედონელმა ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მსოფლიოს დაპყრობა. იგი 13წლის განმავლობაში მეფობდა. ამ ხნის მანძილზე მან შესძლო მაშინდელი მსოფლიოს ცივილიზაციის უმეტესი ნაწილის დაიპყრობა, არისტოტელეს მიერ განსწავლულმა შექმნა უდიდესი იმპერია, რომელშიც შედიოდა მაკედონია, ეგვიპტე, სირია, სპარსეთი და მცირე აზია.
„შეხედეთ, მეგობრებო, ამ კაცს – ევროპიდან აზიაში, რომ სალაშქროდ ემზადება – სკამიდან სკამამდე ისე ვერ მიუღწევია, ძირს არ გაშხლართულიყო.“
კარიის სპარსელმა სატრაპმა პიქსოდოროსმა ფილიპეს თავისი შვილი შესთავაზა მისი ვაჟისთვის, არიდაიოსისთვის. ალექსანდრე და ოლიმპიადა შეშინდნენ, რომ ფილიპე აპირებდა არიდაიოსი გაეხადა თავის მემკვიდრედ. ზუსტად ამიტომ ალექსანდრემ ზომები მიიღო, მან კარიაში გააგზავნა მსახიობი თესალუსი, რათა დაერწმუნებინა პიქსოდოროსი, რომ არიდაიოსის ნაცვლად თავისი ასული ალექსანდრესთვის მიეცა. მას შემდეგ, რაც ფილიპემ ეს ამბავი შეიტყო, განრისხდა, ალექსანდრეს მიუვარდა და გაკიცხა ის. პლუტარქეს მიხედვით, ფილიპემ ალექსანდრეს ოთხი მეგობარი, ჰარპალუსი, ნეარხუსი, პტოლემაიოსი და ერიგიუსი მაკედონიიდან გაყარა, კორინთოელებს კი უბრძანა, რომ თესალუსი მისთვის გადმოეცათ.
ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი, კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს ქორწილი. (ბიძას შერთეს თავისი დისშვილი ცოლად) ფესტივალი ეგიაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.
გამეფებისთანავე ალექსანდრემ დაიწყო თავისი არმიის თითქმის მუდმივი წვრთნა, რადგან აჯანყებები მოსალოდნელი იყო, როგორც ბერძნების, ისე ატალოსის მხრიდან, რომელიც თავისი არმიით მცირე აზიაში იმყოფებოდა პარმენიონის არმიასთან ერთად. ატალუსს მიმოწერა ჰქონდა დემოსთენესთან, რომელიც ათენელების აჯანყებას ედგა თავში, თუმცა შემდეგ ატალუსმა აზრი შეიცვალა და ისევ ალექსანდრეს მიემხრო. ამის მიუხედავად მეფემ ის არ შეიწყალა და სიკვდილით დასაჯა. ამ პერიოდშივე მოკლეს ფილიპეს ბოლო ცოლი კლეოპატრა და მისი ახალშობილი შვილი(ამ მკვლელობასთან ხშირად ოლიმპიადას აკავშირებენ).
ბრძოლა გავგამელასთან, დარიოსის 80-ათასიანი არმიას ალექსანდრე მაკედონელმა ორჯერ ნაკლები მეომარი დაუპირისპირა. დარიოსს მეომრებთან ერთად 200 საბრძოლო ეტლი და 15საომარი სპილო ჰყავდა. ბრძოლა ჩვენს წელთააღრიცხვამდე 331 წელს მოხდა. ბერძნებმა მტერს 50 კილომეტრზე სდია. ალექსანდრე მაკედონელმა ამ ბრძოლით ყოვლისშემძლე მხედართმთავრისტიტული მოიპოვა..
 

                           ალბერტ აინშტაინი


        ალბერტ აინშტაინი (გერმ. Albert Einstein) (დ. 14 მარტი1879ულმიგერმანია — გ. 18 აპრილი1955პრინსტონი,აშშ), ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია მე-20 საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენაფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკისსტატისტიკური მექანიკისა დაკოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტისმისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.
საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) ღებულობს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ.
ელექტროტექნიკის ბიზნესის გაკოტრების გამო აინშტაინების ოჯახი იტალიაში, ქალაქ პავიაში (მილანთან) გადაბარგდა. ალბერტი მიუნხენში დარჩა გიმნაზიის დასამთავრებლად, თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ 1895 წლის გაზაფხულზე ნაცნობი ექიმისგან მიღებულ სამედიცინო ცნობის საფუძველზე გიმნაზიას ტოვებს (მშობლების უკითხავად) და ოჯახთან იტალიაში გადადის. ამ ფაქტის გამო მას საშუალო სკოლის დამთავრების დიპლომი არ მიუღია. იმავე წელს ის შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში (ციურიხი) ცდილობს ჩაბარებას, თუმცა მიუხედავად მათემატიკისა და მეცნიერების გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იჭრება და ინსტიტუტში ვერ ხვდება. ამის შემდგომ ოჯახი მას აარაუში, შვეიცარია, აგზავნის საშუალო სკოლის დასამთავრებლად და 1896 წლის სექტემბერში ის დიპლომს იღებს. ამ პერიოდში ის პროფესორ იოსტ ვინტელერის ოჯახში ცხოვრობდა. ოჯახის ქალიშვილი მარია მისი პირველი სიყვარული გახდა. მოგვიანებით ალბერტის და მაია ამ ოჯახის ძეზე, პოლზე ქორწინდება, ხოლო მისი მეგობარი მიშელ ბესო კი მათ მეორე ქალიშვილს ანას ირთავს. აინშტაინი საბოლოოდ წარმატებით აბარებს შესასვლელ გამოცდებს ციურიხის ტექნიკურ ინსტიტუტში და ოქტომბერში ციურიხში გადადის, მარია კი ამ პერიოდში ოლსბერგში მიდის მასწავლებლად. იმავე წელს აინშტაინი უარჰყოს ვიურტენბერგის ქვეშევრდომობას და „მოქალაქეობის“ გარეშე რჩება. პოლიტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი ცოტა ხანს მასწავლებლობდა. 1901 წელსშვეიცარიისქვეშევრდომობა მიიღო. 1902 ბერნის საპატენტო ბიუროში ტექნიკის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. 1952 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა აინშტაინს შესთავაზა ისრაელის პრეზიდენტობა, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა, რადგანაც ის თვლიდა რომ მას საჭირო გამოცდილება არ ჰქონდა.


              ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი…

           1756 წელს დაიბადა მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი კომპოზიტორი მოცარტი, რომლის სიკვდილისგან 254 წლის შემდეგაც კი  მისი მუსიკა  უკვდავია.იგი ვუნდერკინდი ბავშვი ყოფილა და ჯერ კიდევ შვიდი წლისამ შექმნა თავისი პირველი ნაწარმოები. მოცარტი სრულიად ახალგაზრდა 35 წლის გარდაიცვლა. მაგრამ მიუხედავად ახალგაზრდობისა მან მოასწრო და ძალიან ბევრი ნაწარმოები შექმნა. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა ზალცბურგში, ავსტრიის ალპებში. მისი მამა ლეოპოლდიც მუსიკოსი იყო. ვოლფგანგის  წერილებიდან ჩანს ,რომ იგი კეთილი და მზრუნველი მამა ყოფილა, თუმცა არსებობს მოსაზება, რომ ლეოპოლდი ბოროტად სარგებლობდა შვილის უდიდესი ტალანტით. ადრეულ ასაკში თავბრუდამხვევ  კ ა რ ი ე რ ა ს  ვოლფგანგზე ცუდად სრულებითაც არ უმოქმედია. მოცარტი თავდაჭერილი, ამაყი, განათლებული და ყურადღებიანი ადამიანი იყო.

მოცარტის, როგორც ვუნდერკინდი ბავშვის კარიერა ძალიან ნაადრევად–წლიდან დაიწყო,  როდესაც მამამისმა ევროპირს ტურნეზე წაიყვანა. მას იქ შესაძლებლობა მიეცა მოესმინა სხვადასხვაგვარი მუსიკა  და შეხვედროდა მნიშვნელოვან ფიგურებს როგორიცაა იოჰან სებასტიან ბახი. მაგრამ  უკვე ზრდასრულ ასაკში მოცარტის წარმატება კლებულობს, მისი უკანასკნელი მოგზაურობა პარიზში 1776 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა.  არსებობდა სხვა პრობლემებიც. მას დაძაბული ურთიერთობა ქონდა უფროსთან ზალცბურგის არქიეპოსკოსთან, ამ დროისთვის მოცარტი  ორღანისტად მუშაობდა მის კარზე. იგი ცდილობდა სხვა სამსახური მოეძებნა, მაგრამ შესაფერისი არაფერი ჩანდა. პრობლემებს დაემატა დედის სიკვდილი აქ დასრულდა მოცარტის, როგორც პატარა გენიოსის კარიერა, მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან იწყება  მისი ჩამოყალიბება ზრდასრულ კომპოზიტორად.


                     მოჰანდას კარამჩანდ განდი
      

              მაჰათმა “დიდი სული” ასე შეარქვა ინდოელმა ხალხმა თავის ეროვნულ- განმათავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლსა და სულიერ მოძღვარს მოჰანდას კარამჩანდ განდის.ის მუდამ შეუჩერებლივი ძიების პროცესში იყო, მიისწრაფოდა სრულყოფისკენ, იგი ცხოვრობდა ასკეტურად და ღარიბი ხალხისადმი უსაძღვრო სიბრალული ამოძრავებდა. იგი გახლდათ ჰინდუს რელიგიის მიმდევარი და წინააღმდეგი იყო თვით მწერის მოკვლისაც, რადგან ის ყოველ ცოცხალ არსებაში ხედავდა სულს, მსგავსად ადამიანისა. მან დაარსა მოძრაობა “სატიაგრაჰა” /ჭეშმარიტების მიმდევარი/ რომლის ქმედებებიც მიმართული იყო ბრიტანეთის კოლუნიალური იმპერიის წინააღმდეგ. მისი კრედო იყო არაძალმომრეობრივი სულიერი სიმტკიცე და ეროვნული დაუმორჩილებლობა. იგი პიროვნებებში არ ეძებდა მტერს, არამედ უღრმავდებოდა საქმის არსს.

--
მაჰათმა განდი დაიბადა გუჯარატის შტატის ქალაქ პორბანდარში 1869 წლის 2 ოქტომბერს. მისი მშობლები არ იყვნენ ძალზედ განათლებულნი, მაგრამ გამოირჩეოდნენ უაღრესი სიპატიოსნით და რელიგიურობით. პატარაობისას, განდი გამოირჩეოდა კეთილი ხასიათითა და გონებამახვილობით. ერთხელ როდესაც მაჰათმა პატარა იყო, მისმა უფროსმა ძმამ ყური აუწია მას. მაჰათმამ დედას შესჩივლა. დედამ მიუგო – “მერე შენ რატომ არ მისცხე საპასუხოდ შენს ძმას?” პატარა განდიმ უპასუხა – “დედი, რატომ მეუბნები, რომ ვინმეს უნდა ვცემო? ხელი რატომ უნდა შემოვკრა ჩემს ძმას?”დედა არ მოელოდა პატარა ბიჭისგან ასეთ პასუხს და გაკვირვებული დარჩა. ცამეტი წლის ბიჭი დანიშნეს თავის მეზობელ გოგონაზე კასტურბაიზე, რომელიც შემდგომში მისი უერთგულის თანამებრძოლი გახდა.
ინდოეთში, მან მიიღო დაწყებითი განათლება, რის შემდეგაც შევიდა კერძო კოლეჯში,ხოლო 1888 წელს მუმბაის (ბომბეი) ნავსადგურიდან გაემგზავრა ინგლისში, უმაღლესი განათლების მისაღებად. იგი ირიცხება იურიდიული ფაკულტეტზე. ამ პერიოდში, მისი მოღვაწეობა გამოირჩევა აქტიურობით. იგი თანამშრომლობდა ჟურნალ “ვეგეტარიანელთან”,(თვითონ განდი ბავშვობიდან ვეგეტარიანელი იყო),ეცნობა ფილოსოფოსებს, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს.1931 წლის აგვისტოში, ლონდონში გაიმართა კონფერენცია, სადაც ინდოეთის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ინდოეთიდან მაჰათმა განდი გაემგზავრა მცირე დელეგაციით. განდი მიიღეს დიდი პატივით, თუმცა ჩერჩილმა უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. განდი მიიწვიეს ინგლისის მეფე-დედოფლის ვახშამზე, სადაც განდის ემოსა ქვედეწელზე შემოხვეული “დჰოტი” (ტრადიციული ინდური სამოსი). წვეულების დამთავრებისას ჟურნალისტმა ჰკითხა: --“თუ გიფიქრიათ რომ, უფრო უკეთ გცმოდათ მეფის წვეულებაზე?“ რაზედაც განდიმ მიუგო: --“რა საჭირო იყო მე რომ მცმოდა, როდესაც ორივეს სამყოფი თავად მეფე-დედოფალს ეცვა?!”. ინდოეთში ჩასვლიდან ცოტა ხანში იგი ისევ საპატიმროში აღმოჩნდა. მისი საპატიმროში ყოფნის დროს, ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც “ჰარიჯანების” (დაბალი კასტა) წარმომადგენლებს ცალკე უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რაც აშკარად მათი მოქალაქეობრივი უფლებების შელახვა იყო. ამიტომ, განდიმ 1932 წლის 20 მარტს სასიკვდილო შიმშილობა გამოაცხადა. ეს დღე განდის საპატივცემულოდ გამოცხადდა როგორც “წმინდა მარხვის” დღედ მთელს ინდოეთში. მან თვეზე მეტი იშიმშილა, რითაც პანიკაში ჩააგდო ინგლისის ადგილობრივი მმართველობა და შიშით შეპყრობილებმა რომ, განდი არ გარდაცვლილიყო საპატიმროში, გააუქმეს აღნიშნული კანონი.
1933-39 წლებში განდი უთმობს დიდ დროს თავისი ხალხის სოციალურ და სულიერ-ზნეობრივ საკითხებს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა მხარდაჭერა აღუთქვა ინგლისის მთავრობას გერმანიის წინააღმდეგ, ოღონდ სანაცვლოდ მოითხოვდნენ დამოუკიდებლობის სტატუსს. ამ წინადადებაზე ინგლისმა უარი განაცხადა. 1942 წელს განდი ეროვნულ კონგრესში შევიდა წინადადებით, რათა შექმნათ ინდოეთის დროებითი მთავრობა. ინგლისის მთავრობა ისევ აპატიმრებს განდის და სხვა ლიდერებს. მთელს ინდოეთში ვრცელდება მისი ლოზუნგი: “სიკვდილი ან სიცოცხლე”. 1943 წლის თებერვალში იგი კვლავ აცხადებს შიმშილობას რომელიც გასტანს რამოდენიმე კვირას და შესაძლებელი იყო იგი ტრაგიკულად დამთავრებულიყო, რომ არა მისი ცოლი კასტურბაი, რომელიც მის გვერდით იყო ყოველთვის და უმსუბუქებდა მას მძიმე ხვედრს. თუმცა, კასტურბაის დაეწყო გულის შეტევები და მიუხედავად განდის მცდელობისა გადაერჩინა იგი სიკვდილისგან, ვერაფერს გახდა და დაიღუპა მისი ყველაზე ერთგული მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრი, ხოლო განდი ხალხის დაჟინებული მოთხოვნით ისვე ციხის გარეთ აღმოჩნდა. 1945 წელს დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, გარდაიცვალა ჩერჩილი, მისი ადგილი დაიკავა ეტლიმ, მრავლი ქვეყანა მხარს უჭერდა ინდოეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ ინდოეთის დროებით მთავრობაში განხეთქილება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჰინდუიზმისა და მუსულმანური რელიგიის მიმდევრები. ინდოეთი მოიცვა სისხლისმღვრელმა შეტაკებებმა. სამწუხაროდ, განდი რომელიც მუდამ ქადაგებდა მშვიდობიან თანაარსებობას, უძლური აღმოჩნდა გაეჩერებინა სისხლისღვრა. 
1947 წლის 3 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეტლიმ, დაამტკიცა ინდოეთის გაყოფის გეგმა ორ სახელმწიფოდ: პაკისტანად-მუსულმანური ინდოელთათვის და ინდოეთად. ამავე წლის 15 აგვისტოს ინდოეთი გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. კონფლიქტი უფრო გაღვივდა ძმებს შორის. მუსულმანი ინდოელები დაიძრნენ ინდოეთიდან პაკისტანისკენ, ხოლო ჰინდიუს რელიგიის მიმდევრები პირიქით, პაკისტანიდან ინდოეთისაკენ. მაჰათმა განდი აღქმული იქნა, როგორც მოღალატედ ჰინდუ-ექსტრემისტების თვალში. 1948 წლის 13 იანვარს განდიმ გადაწყვიტა სასჯელი საკუთარ თავზე აეღო და ისევ გამოაცხადა შიმშილობა, იმ იმედით რომ ფანატიკოსი ინდოელები მაინც მოეგებოდნენ გონს. ხალხი აღელდა და სევდამ მოიცვა რადგან, მოხუცი განდისთვის ეს შეიძლება საბედისწერო ქმედება ყოფილიყო.18 იანვარს ინდოეთის მშვიდობის კომიტეტმა ხელი მოაწერა საგანგებო პაქტს, რომელიც ითვალისწინებდა ინდოეთში დარჩენილი უმცირესობების, მათ შორის-მუსლიმანთა სიცოცხლის, სარწმუნოების და პირადა ქონების დაცვის გარანტიებს. ამ ფაქტის შემდგომ, განდიმ შეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. 30 იანვარს, როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდა ჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამჯერ დაახალა მოხუც განდის. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.


                                ჩარლზ ჩაპლინი



სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) (16 აპრილი1889 – 25 დეკემბერი1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზირებულ მსახიობურ ხერხებს. სწორედ ასე შევიდა იგი წარმატებით ახალ, ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა "კისტოუნის" ფილმში "საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში", 1914 წელს[1]. 1914 წლის აპრილიდან, მოკლემეტრაჟიუნი ფილმის, "ოცწუთიანი სიყვარულიდან", მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა, ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს,დუგლას ფერბენკსისმერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია "უნაიტედ არტისტსი".[2].
ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობასა და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. ჩაპლინის შემოქმედებაზე იგრძნობოდა ფრანგი მუნჯი ფილმის კომიკოსის, მაქს ლინდერის, გავლენა, რომელსაც ჩაპლინმა თავისი რამდენიმე ფილმი მიუძღვნა[3]. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 75 წელს, ვიქტორიანული და მიუზიკ-ჰოლის სცენებზე გამოსვლიდან მის სიკვდილამდე,დიდ ბრიტანეთში, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი.
1999 წელს ამერიკლუმა ფილმის ინსტიტუტმა შეაფასა ჩაპლინი რიგით მეათე ყველა დროის საუკეთესო მამაკაც მსახიობად2008 წელს მარტინ სიფი წიგნის, "ჩაპლინი: ცხოვრება", განხილვაში წერს:

„ჩაპლინი არ იყო უბრალოდ 'დიდი', იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა რა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. იგი უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

                            მერილინ მონრო

     

მერლინ მონრო: მილიონების კერპი.
ნამდვილი სახელი: ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი დაიბადა 1926 წლის 1 ივნისს.ლოს–ანჟელესში. დაიღუპა 5 აგვისტოს,ბრეიტვუდში. სწავლობდა სამსახიობო სტუდიაში ნიუ–იორკში. იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით.
დედა: გლედის ბეიკერი, როცა გოგონას 7 წელი შეუსრულდა,დედა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ამიტომ სულიერად სნეულთა საავადმყოფოში წაიყვანეს.
მამა–უცნობია. დაბადების მოწმობაში მამა ედვარდ მორტონსონია. მერლინს ის არასდროს უნახავს.
სამსახურის გამო გლედისს ქალიშვილისათვის არ ეცალა. 2 კვირის გოგონა ახალმა მშობლებმა იშვილეს.
1932წ დედას შვილი თავისთან მიჰყავს. 1935წ ნორმა ჯინი ობლების თავშესაფარში გადადის და იქ 2 წელი ცხოვრობს
არშემდგარი პირადი ცხოვრება და იმის ამაო მცდელობა,რეჟისორებისათვის დაემტკიცებინა ,,ლამაზმან მერლინს“ საკუთარი ,,ღირსების“ დემონსტრირებაზე გაცილებით მეტის უნარი შესწევსო– აი, იმ ტრაგედიის ძირითადი მიზეზები, რომელიც მოგვიანებით მდიდრულ აგარკზე გათამაშდა–1962წ 5 აგვისტოს დილას პოლიციამ მერლინის ცხედარი აღმოაჩინა.

                                ადოლფ ჰიტლერი


ადოლფ ჰიტლერი (გერმ. Adolf Hitler (Schilkgruber)) [ნამდვილი გვარი შიკლგრუბერი (დ. 20 აპრილი 1889ბრაუნაუ,ავსტრია – გ. 30 აპრილი 1945ბერლინიგერმანია) - გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის 29 ივლისიდან იყო „ნსდაპ“-ის პარტიული ხელმძღვანელი, 1933 წლის 31 იანვრიდან ნაციონალ-სოციალისტური გერმანიისრაიხსკანცლერი1934 წლის 2 აგვისტოდან გერმანიის ფიურერი (გერმ. Führer) და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.ადოლფ ჰიტლერი 1889 წელს ზემო ავსტრიის სასზღვრო ქალაქ ინის ბრაუნაუში დაიბადა. მამამისი ალოის ჰიტლერი საბაჟოს მოხელე იყო, დედა - კლარა (დაბ. პიოლცლი) ალოისის ბიძაშვილისშვილი, (ვერსია „ჰიდლერი“-ის მიხედვით) ან ნახევარ-დისშვილი (ვერსია „ჰიუტლერი“) იყო. ადოლფი მშობლების მეოთხე შვილი. ალოის ჰიტლერის 6 შვილიდან მხოლოდ ადოლფმა და პაულამ მიაღწიეს ზრდასრულ ასაკამდე. გარდა ამისა ალოის ჰიტლერს 2 უკანონო შვილი ჰყავდა - ალოის უმცროსი და ანგელა.
«მაინ კამპფში» ჰიტლერი მამას ახასიათებს, როგორც ტირანს. თუმც არცერთი სხვა წყარო იმას არ ადასტურებს რომ ალოისი იმაზე მეტი მკაცრი მამა ყოფილიყო, ვიდრე ეს მაშინდელ დროში მიღებული იყო. ერთადერთი რამ ადოლფ ჰიტლერს მამამისში მოსწონდა იყო ის ფაქტი, რომ 1876 წელს 40 წლის ასაკში ანა მარია შიკლგრუბერის უკანონო ვაჟმა ალოისმა გვარი შეიცვალა და ამიერიდან ჰიტლერად იწოდებოდა. ეს მოხდა ალოისის დედის და სავარაუდო მამის იოჰან გეორგ ჰიდლერის სიკვდილის შემდეგ. ნოტარიალურად დამოწმებულ ახსნა-განმარტებაში იოჰან გეორგის ძმამ ნეპომუკმა იოაჰან გეორგ ჰიდლერი, ანა მარია შიკლგრუბერის გვიანდელი ქმარი ალოისის მამად აღიარა, თუმც თვით იოჰან გეორგი თავისი სიცოცხლის განმავლობაში უარყოფდა თავისი გერის, ალოის შიკლგრუბერის მამობას.
ასე რომ ადოლფ ჰიტლერმა დაზუსტებით არ იცოდა თუ ვინ იყო მისი ბაბუა. ეს ფაქტი XX საუკუნის 20-იან წლებში საკმაოდ პიკანტური თემა იყო რასისტული იდეოლოგიის პროპაგანდისტებისათვის. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დაუფარავად ამბობდნენ, რომ «ნსდაპ»-ის ფიურერს ებრაელი და ჩეხი წინაპრები ჰყავდა. ეს მოსაზრება, როგორც შემდგომში დადასტურდა საფუძველს მოკლებული უნდა იყოს, თუმც არც ამის არ არსებობა იქნა საბოლოოდ დამტკიცებული. თვითონ ჰიტლერისათვის ეს ყოველივე საკმარისი საბაბი იყო თავისი წარმომავლობა საიდუმლოდ შეენახა.

                                იოსებ სტალინი

იოსებ ბესრიონის ძე სტალინი (რუსИо́сиф Виссарио́нович Ста́лин, ნამდვილი გვარი —ჯუღაშვილირუსДжугашви́ли ) (დ. 6 დეკემბერი/18 დეკემბერი1878გორი - გ. 5 მარტი1953მოსკოვი), კომუნისტური პარტიისსაბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898-იდან.სტალინი იყო "მესამე დასის" წევრი, ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირის და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების "ბრძოლის", "პროლეტარიატის ბრძოლის", "ბაკინსკი პროლეტარიატის", "გუდოკის", "ბაკინსკი რაბოჩის" გამოცემაში, იყო 1905-07 რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. რსდმპ-ის შექმნის დღიდანვე მხარს უჭერდა რევოლუციური მარქსისტული პარტიის განმტკიცების ლენინურ იდეას, იცავდა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ბოლშევიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას, იყო ბოლშევიზმის მტკიცე მომხრე, აკრიტიკრბდა მენშევიკებისა და ანარქისტების ოპორტუნისტულ ხაზს რევოლუციაში. რსდმპ I კონფერენციის დელეგატი ტამერფოსში (1905), სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს, რსდმპ IV (1906) და V (1907) ყრილობების დელეგატი. იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1912 რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912-13 მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში "ზვეზდა" და "პრავდა". მონწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი", რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა "კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის" ოპორტუნისტული პროგრამა. ეს შრომა ვ. ი. ლენინმა დადებითად შეაფასა.1913 თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.




გალილეო გალილეი

1564 წელს, როდესაც გალილეო დაიბადა, ადამიანები  სულ სხვაგვარად  ცხოვრობდნენ. ქალაქში, ტროტუარზე გავლას  ვერავინ ბედავდა, რადგან ბინძურ, ფეკალურ წყალს პირდაპირ  ფანჯრიდან  ღვრიდნენ  და ნაგავსაც ფანჯრიდან ყრიდნენ. მართლაც, ამაზრზენად იქცეოდნენ !  ამის გამო ბავშვებს შუა ქუჩაში,  ბაზრისკენ მიმავალ ხილ-ბოსტნეულით, კურდღლებითა და ქათმებით დატვირთულ ურმებს შორის უწებდათ თამაში  ჩვრის ბურთებით.
სამწუხაროდ იმ დროს  ომებიც ხშირად იყო, ამიტომ ხანდახან  შუბებითა და ძველებური თოფით შეიარაღებული  ჯარისკაცებიც ჩაივლიდნენ ხოლმე.
გალილეოს დროს ოკეანეში გემები უკვე დაცურავდნენ, მაგრამ მიწების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ აღმოეჩინათ, მსოფლიო საოცრებათა სკივრს ჰგავდა , სამყარო კი ყველაზე დიდი  გამოცანა იყო.
შეიძლება ახლა დაუჯერებელი გვეჩვენოს, მაგრამ ყველას ეგონა, რომ სამყაროს ცენტრს დედამიწა წარმოადგენდა, ხოლო დანარჩენი პლანეტები და მზე მის გარშემო ბრუნავდნენ.
ეს უძველესი თეორია ბერძენი ფილოსოფოსების -არისტოტელესა და პტოლემეს გამოკვლევებს ეყრდნობოდა.
ეკლესია ამ მოსაზრებას იზიარებდა და ტუ ვინმე საწინააღმდეგო აზრის  გამოთქმას გაბედავდა , მწვალებლობას სწამებდნენ. იმ დროს კი მწამებლობასა და ჯადოქრობაში  მხილებულნი კოცონზე დაწვას ვერ აცდებოდნენ. ეს დიდი საშინელება იყო!
გალილეო პიზაში დაიბადა. ეს პატარა იტალიური ქალაქი მთელ მსოფლიოშია ცნობილი  თავისი დახრილი  კოშკით – მისი მნახველი იფიქრებს, სადაცაა წაიქცევაო.  როდესაც გალილეო წამოიზარდა, მშობლებმა ამ კოშკის სანახავად წაიყვანე. ბავშვი განცვიფრებული შესცქეროდა  საოცარ სანახაობას.
  ხედავ, როგორ აკვირდება ყველაფერს ჩვენი პატარა? – უთხრაუთხრა ქმარს გალილეოს დედამ. კარგია უპასუხა ქმარმა, – ეს ტვისება გამოადგება, როცა გაიზრდება და ექიმი გახდება.
გალილეოს მშობლებს ვინჩენცო და ჯულია ერქვათ. გალილეო მათი პირველი  შვილი იყო , რომლის დაბადებამაც ცოლ-ქმარს  უდიდესი სიხარული  მიანიჭა. მონათვლისას ბავშვს გალილეო დაარქვეს  და რადგან მამის ერთ-ერთი  გვარი  გალილეი იყო, მას სრული სახელი გალილეო გალილე  უწოდეს .
მოგვიანებით, მშობლებმა გალილეოს ხუთი და ძმა გაუჩინეს, იგი, როგორც უფროსი შვილი, ყველას მიმათ დიდ პასუხისმგებლობას  გრძნობდა .
რვა წლამდე გალილეოს განათლებაზე მშობლები ზრუნავდნენ ,  მამამისი მუსიკოსი იყო, თუმცა თავს ვაჭრობით ირჩენდა.  მან თავის პატარას ბარბითზე დაკვრაც კი ასწავლა, მაგრამ არ სურდა ,რომ გალილეო მუსიკოსი გამხდარიყო . ერჩივნა, ბიჭს მედიცინა შეესწავლა  და ცხოვრება უკეთ მოეწყო.
გალილეო  გონიერი, მორჩილი და გულთბილი  ყმაწვილი  იყო .  ძალიან უყვარდა ბავშვებთან თამაში  და გართობა.  მათგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა , მაგრამ ერთი გამორჩეული  თვისება ჰქონდა  -  ყველა მოვლენის მიზეზის ახსნას ცდილობდა . განსაკუთრებით  ულამაზესი , ვარსკვლავებით მოჭედილი ზაცა იპყრობდა  მის ყურადღებას.
ათი წლის იყო, როდესაც მშობლებს ფლორენციაში მოუწიათ საცხოვრებლად გადასვლა. ბიჭი აღსაზრდელად ნათესავს  ჩააბარეს, მაგრამ მან მონასტერში  მოისურვა  სწავლის გაგრძელება. გალილეო ყოველთვის  მორწმუნე იყო , მაშინაც კი , როდესაც ეკლესია სდევნიდა. თუმცა ამაზე  მოგვიანებით მოგითხრობთ…
ყველაფერი  რასაც გარშემო ხედავდა, გალილეოს დიდ ინტერესს უძრავდა.
ერთხელ, მონასტრის წინამძღვარმა  პიზის ტაძარში წაიყვანა.
გალილეო მოჯადოვებული შეჰყურებდა ჭერში ჭაღს, რომელსაც ნიავი არხევდა, თან მის მოძრაობას ითვლიდა.
- რატომ ოოძრაობს ჭაღი  ერთნაირი სიხშირით? – იკითხა ჩაფიქრებულმა.
-  ოჰ, გალილეო შენ, როგორც  ყოველთვის  ღრუბლებში დაფრინავ , წამოდი მონასტერში დავბრუნდეთ, ბოსტანი მოვრწყოთ და შემდეგ ცოტა იმეცადინე , შეაწყვეტინა წინამძღვარმა.
რამდენიმე წელიწადში გალილეომ მამის რჩევით , მონასტერი დატოვა – მამამის უნდოდა,მისი შვილი ექიმი გამხდარიყო. ცოდნას მოწყურებული გალილეო უნივერსუტეტში შევიდა, მაგრამ მედიცინის შესწავლა მალევე გადაიფიქრა, რადგან მიხვდა, რომუფრო მეტად მათემატიკა იტაცევდა.  გალილეოს არც თავისი პირველი გატაცება ასტრონომია არ დავიწყებია. მან უამრავი წიგნი წაიკითხა, მათ შორის იყო ნიკოლოზ კოპერნიკისა. ეს პოლონელი  ასტრონომი გასაოცარ რამეს ამტკიცებდა: დედამიწა და  სხვა პლანეტები არა მარტო  საკუთარი ღერძის, არამედ მზის გარშემოც  ბრუნავენო. ამ მოსაზრებამ გალილეო  დააფიქრა.
მის სიბეჯითემ შედეგი გამოიღო და გამოიგონა  ჰიდროსტატიკური სასწორი, რომლითაც შესაძლებელი იყო  სხეულის წონის განსაზღვრა.
მოგვიანებით სხეულის ვარდნის ექსპერიმენტმა  გაიტაცა. ამ ცდის ჩასატარებლად იგი  პიზის კოშკზე ავიდა და იქიდან ერთნაირი  ფორმისა დამოცულობის, მაგრამ განსხვავებული წონის ბურთები გადმოყარა. მოხდა საოცრება- ორივე ბურთი ერთდროულად დავარდა მიწაზე გალილეო თავადაც ვერ ხვდებოდა, რომ დაფუძველს უყრიდა მექანიკას, ფიზიკის სფეროს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბუნების მოვლენები მათემატიკურ წესებს ემორჩილება.
დრო სწრაფად გადიოდა. გალილეომ ოჯახის შექმნა გადაწყვიტა- ცოლად შეირთო ვენეციელი გოგონა, მარინა. სამი შვილი შეეძინა: ვირჯინია, ლივია და ვინჩენცო. გალილეო ოჯახს დიდ დროს უთმობდა და კვლევებისთვის ძველებურად აღარ ეცალა. მხოლოდ პატარების დაძინების შემდეგ ახერხებდა, სხვენში ასულიყო და თავის ექსპერიმენტებზა ემუშავა. გააუმჯობესა საკუთარი თეორიები ქანქარისა და სხეულთა თავისუფალი ვარდნის შესახებ. ერთხელ მეგობარმა წერილით შეატყობინა, რომ ჰოლანდიაში არსებობდა აპარატი რომლითაც საგნების დანახვა შორ მანძილზეც შეიძლებოდა. გალილეიმ შეიძინა ეს ხელსაწყო, საფუძვლიანად შეისწავლა, მისი და სხვა მასალებით  გამოიგონა სამზერი მილი, რომელსაც შეეძლო საგლის ვიზუალურად  15- ჯერ გაზრდა.
  
 ეს ისტორიაში პირველი ტელესკოპი იყო ამ პრიმიტიული ტელესკოპით ზეცაზე დაკვირვების დროს  გალილეომ უამრავი საოცრება აღმოაჩინა: მთვარის მთიანი ზედაპირი, იუპიტერისა და მარსის თანამგზავრები, სატურნის რკლები, ვენერას ფაზები… თავად მზესაც კი ლაქები ქონდა და საკუთარ ღერძზე ბრუნავდა! გალილეო წლების განმავლობაში ღამეებს ათენებდა რათა სამყაროს დაჰკვირვებოდა და საჭირო ჩანაწერები გაეკეთებინა.
ვენეციაში მოგზაურობის დროს მან მოიწვია დიდი ჰერცოგი და სხვა დიდგვაროვნები, რათა მათთვის თავისი გამოგონება ტელესკოპი ეჩვენებინა ყველანი სან მარკოს ეკლესიის სამრეკლოზე ავიდნენ და ამ უცნაური მილიდან გახედეს არემარეს, დიდმა ჰერცოგმა იგი ოკეანისკენ მიმართა და აღრფთოვანებულუ დარჩა. მას შეეძლო 10მილის(1მილი= 1.852კმ) დაშორებით მცურავი გემებიც კი დაენახა!
გალილეომ ჰერცოგს შეთავაზა ვარსკვლავების დანახვა მას კი ტელესკოპი მთრის გემების მოულოდნელად თავდასასხმელად მოეწონა . გალილეოს იმედი გაუცრუვდა დიდი ჰერცოგი ვერაფერს მიხვდა. მისთვის ტელესკოპი რომლის მეშვეობითაც მთელ სამყაროზე დაკვირვება იყო შესაძლებელი, მხოლოდ სამხედრო იარაღს წარმოადგენდა .
პიზაში დაბრუნებულმა გალილეომ მალე დაივიწყა  ჰერცოგის სიტყვები  დ ღამღამობით მუშაობა განაგრძო. იგი არასდროს ყოფილა საკუთარ მოსაზრებაში  ასე დარწმუნებული.  ციური სხეულის  მდებარეობას  გულდასმით სწავლობდა  და რვეულში ღნიშნავდა  ერთ დღესაც მიხვდა, რომ  ყველა ის აღმოჩენა უდაო ჭეშმარიტება იყო  და წამოიძახა  არისტოტელე და პლტოლემე ბრძენი ადამიანები იყვნენ  მაგრამ, ცდებოდნენ,  რადგან დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი ! კოპერნიკი მართალს ამბობდა ! დედამიწა და პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ ! მზეა სამყაროს ცენტრი! იგი დარწმუნდა, რომ მზე სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა.
     
გალილეიმ თავისი სენსაციური კვლევების  შესახებ რამდენიმე   წიგნი  დაწერა. მართალია, მორწმუნე იყო და ბიბლიასაც პატივს ცემდა, მაგრამ თავს ვალდებულად მიიჩნევდა, ახალი აღმოჩენა ხალხისთვის გაეცნო.
სამწუხაროდ მისი ნაშრომები  წმინდა ინკვზიციამ ჩაუვარდა ხელში, რომლის მოვალეობაც   ეკლესიის მოწინააღმდეგეთა გამოაშკარავება და  ხშირად მათი ულმობელი  წამება გახლდათ.
ინკვიზიტორებს  დიდად არ ესიამოვნათ, რომ გალილეო ჰელიოცენტრიზმს ემხრობოდა.
მალე გალილეოს მწვალებლობაში  დასდეს ბრალი.  იგი ინკვიზიციის წინაშე წარსდგა . მართალია, გალილეო ღრმად იყო დარწმუნებული თავის სიმართლეში, მაგრამ კოცონზე რომ არ დაეწვათ, იძულებული გახდა ეთქვა რომ ცდებოდა.
სასამართლო კმაყოფილი დარჩა, თუმცა გალილეოს ბოლო სიტყვები არავის გაუგია . მან ჩაიჩურჩულა:  - ის მაინც არსებობს  ,
ამის მერე გალილეოს ხალხში გამოჩენა ეკრძალებოდა, ცხოვრების ბოლო წლებში მისი ჯარმთელობა შეირყა, ნელ-ნელა კარგავდა თვალის ჩინს. იმედგაცრუებულს, მხოლოდ კლემენტესთან  ურთიერთობა ანუგეშებდა , რომელიც მისი უერთგულესი მეგობარი იყო . ისინი ხშირად საუბრობდნენ  სამყაროს საოცრებებზე.

                         “აცილებული” სასმისი “გულს დააკლდა”





        დიდი ილია ყველაფერში მაქსიმალისტი იყო. არც სხვას შეარჩენდა ზედმეტს და არც თავად აიცილებდა საკეთებელს.
გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ილია ჭავჭავაძე ექვთიმე თაყაიშვილსა და კიდევ რამდენიმე ქართველ მოღვაწესთან ერთად ქუთაისში ჩაბრძანდა, გელათის ტაძარში არაჩვეულებრივი გამოსათხოვარი სიტყვაც წარმოთქვა.
"აცილებული" სასმისი "გულს დააკლდა"საღამო ხანს სავახშმოდ ერთ დუქანში შევიდნენ, იქ კი გაშლილ სუფრას ცნობილი მოქეიფეები უსხდნენ პოეტ გიორგი შარვაშიძისა და ლანჩხუთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლის – იასონ გელოვანის თავკაცობით. ილიას დანახვაზე შემთვრალმა გიორგი შარვაშიძემ, რომელიც თამადა გახლდათ, შესძახა: “ოოო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახალი სუფრა!” და მასპინძლებმა ილია და მისი თანმხლებნი მაგიდასთან მიიწვიეს.
გიორგი შარვაშიძემ თეფშზე ხუთი, საკმაოდ მოზრდილი, ჭიქა შემოდგა, სასმისები ღვინით გაავსო და შემოსწრებულთა სადღეგრძელო ასე მიირთვა, მერე კი ეს ორიგინალური სასმისი სტუმრებს შესთავაზა. ილიას თანმხლებმა ნიკო ღოღობერიძემ ეშმაკობა იხმარა, მთელი დღის მშივრები ვართ, ჯერ ლუკმას შევჭამთ და მერე დავილოცებითო, მოახსენა თამადას. ასე აიცილეს ის ხუთჭიქიანი, რომელიც შემდეგ აღარავის გახსენებია. გვიან ღამით, საკმაოდ შექეიფიანებულები წამოიშალნენ. ილიამ ბოლო სადღეგრძელო ასწია, მასპინძლებს მადლობა მოახსენა და მოულოდნელად განაცხადა: “ყველაფერი მშვენიერი იყო, მხოლოდ გულს მაკლია, ის ხუთი ჭიქა რომ არ შემისვამს.” ამის გაგონებაზე გიორგი შარვაშიძე გადაირია და შესძახა: “ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მიართვით ილიას ის ხუთი ჭიქა!” მოართვეს. ილიამაც დინჯად, დაგემოვნებით გამოცალა ხუთივე სასმისი…
ილია თავად დაუნდობლად აკრიტიკებდა ქართველი კაცის ნაკლოვანებებს, თუმცა, სხვისგან ქართველის აუგად ხსენებას ძნელად იტანდა, თუნდაც ის “სხვა” მისი თანამოძმე ყოფილიყო.

ილიას ახლო ურთიერთობა ჰქონდა დიდ ქართველ მეწარმესა და ქველმოქმედ დავით სარაჯიშვილთან. მათ ერთად ერისთვის სასიკეთო ბევრი საქმე გაუკეთებიათ. წესად ჰქონდათ, რომ კვირაში ერთ საღამოს, ახლობლებთან ერთად, სარაჯიშვილის ბინაში შეკრებილიყვნენ. დავით სარაჯიშვილი დიდებულად უმასპინძლდებოდა სტუმრებს, უამრავ საკითხზეც საუბრობდნენ. ილიასი არ იყოს, სარაჯიშვილიც გამუდმებით საყვედურობდა Yთანამემამულეებს უყაირათობასა და არხეინობას.
ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის შემდეგ, ილია უგუნებოდ დაბრუნდა შინ. გაიძახოდა, სარაჯიშვილთან მიმსვლელი აღარა ვარო. როდესაც ცოტა დამშვიდდა, შეწუხებულმა გაუმხილა მეუღლეს – მე რა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ ის დალოცვილი ნამეტანს შვრება, მთელი საღამო ქართველების ლანძღვაში გაატარაო.




                        ადამიანი, რომელმაც შექმნა ფაშიზმი






“თუ მე წინ მივდივარ, უკან მომყევით! თუ მე გიღალატეთ, მომკალით! თუ მე მომკლეს – შური იძიეთ!”
ბენიტო მუსოლინი
ბენიტო მუსოლინი თაყვანისმცემლებისთვის ბელადს და ზეარსებას წარმოადგენდა, რომლისთვისაც მიწიერი სისუსტეები უცხო იყო. მაგრამ პროპაგანდის მიერ შექმნილი ამ მონუმენტური ფასადის მიღმა, ჩვეულებრივი მოკვდავი იდგა. მას ძლიერ სურდა, რომ ისტორიაში უდიდესი ადამიანის სახელით შესულიყო. იგი ყველაფერს აკეთებდა, რათა კაცობრიობის მეხსიერებაში ოქროს ასოებით ჩაწერილიყო. მუსოლინი თვლიდა, რომ სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მისია აკისრია და მის გარეშე იტალია დაიღუპება. საბოლოოდ, მისი სახელი ისტორიას მართლა შემორჩა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ფაშიზმი მოუვლინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება სისტემა, რომელიც XX საუკუნეში უბედურების სიმბოლო გახდა. მან დაუდო საფუძველი ტოტალიტარიზმის იმ ფორმას, რომელიც შემდეგ წარმატებით გადაიღეს ნაცისტურ გერმანიაში და რომლის ანალოგიც მოქმედებდა ბოლშევიკურ რუსეთში.
ერთი შეხედვით, მუსოლინი სასტიკი და შეუვალი დიქტატორის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებოდა. მაგრამ სინამდვილეში, ეს ილუზია იყო. სისასტიკის მხრივ იგი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ჰიტლერისა და სტალინის მიერ შექმნილ რეჟიმებს. იტალიაში მას “მუყაოს ლომს” ეძახდნენ, ხოლო მის რეჟიმს “რბილი ყველის დიქტატურა” შეარქვეს.



                       ცხოვრებისეული რჩევები (დალაი ლამა)









1. გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო.
2.როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.
3. პატივი ეცი საკუთარ თავს,პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძნენი, რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხიმგებელი შენს მოქმედებებზე.
4.გახსოვდეს,რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.
5. კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.
6.არ მისცე უმნიშვნელო წყენას უფლება, რომ მეგობრობა დაანგრიოს.
7.როდესაც ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი ბევრს ნუღარ იფიქრებ ამაზე.სასწრაფოდ გადადგი ნაბიჯი მის გამოსასწორებლად.
8.ყოველდღიურად გამოუყავი საკუთარ თავს რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც მარტო იქნები.
9.გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.
10.ყოველთვის გახსოვდეს, რომ დუმილი ზოგჯერ ყველაზე საუკეთესო პასუხია.
11.იცხოვრე პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით და როდესაც მოხუცდები,გადახედე შენს ცხოვრებას, დაფიქრდი მასზე  და აღმოაჩენ,რომ კიდევ ერთხელ გაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ისიამოვნო მისით.
12.როდესაც უთანხმოება შეგექმნება მასთან ვინც გიყვარს განსაჯე სიტუაცია მხოლოდ ამ უთანხმოების მაგალითზე და ნუ გაიხსენებ წარსულს.
13. სასიყვარულო ატმოსფერო ოჯახური ბედნიერების საწინდარია.
14.გაუზიარე ცოდნა სხვებს.ეს ერთ–ერთი გზაა უკვდავებისაკენ.
15.იყავი მადლიერი.
16.წელიწადში ერთხელ მაინც ესტუმრე იმ ადგილს, რომელიც არასოდეს გინახავს.
17.განსაჯე შენი წარმატება შემდეგი პრინციპით: რა გაიღე იმისათვის, რომ ამისთვის მიგეღწია?
18.გახსოვდეს, რომ ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის “საჭიროება”.



                                               არიენ რობენი





სრული სახელი და გვარი: არიენ რობენი
დაბადების თარიღი: 1984 წლის 23 იანვარი
დაბადების ადგილი: ბედუმი, ჰოლანდია
სიმაღლე: 181 სმ.
პოზიცია: მარცხენა/მარჯვენა ნახევარცმველი, ფორვარდი
კარიერა: 2000-2002 “გრონინგენი” 46(8)
2002-2004 “პსვ” 56(17)
2004-2007 “ჩელსი” 97(19)
2007- “რეალი” 17(2)
არიენ რობენი ბედუმში დაიბადა, გრონინგენის მახლობლად. მან ახალგაზრდულ ასაკშივე დაიწყო ფეხბურთის თამაში. არიენის პირველი მწვრთნელი ცნობილი სპეციალისტი, ვილ კორვერი გახლდათ. სისწრაფე, კარგი ტექნიკა და მახვილგონივრული პასები, – ყველაფერმა ამან ”გრონინგენის” სკაუტები აღფრთოვანებაში მოიყვანა და არიენიც ზემოთხსენებულ კლუბში გადავიდა. “გრონინგენში” ახალგაზრდა ფეხბურთელი თავიდან დუბლებში ასპარეზობდა და 1999-2000 წლების სეზონში 50 გოლიც გაიტანა შესაბამის ჩემპიონატში. მალე მწვრთნელმა, იან ვან დიკმა ის პირველ გუნდში გადმოიყვანა. რობენის დებიუტი 2000 წლის ნოემბერში შედგა, “ტვენტეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში. არიენი ძირითადის მოთამაშედ უმალვე ჩამოყალიბდა. პირველივე სეზონში რობენმა 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. შედეგად, ჰოლანდიელი გრონინგენის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2001-2002 წლების სეზონში რობენმა 28 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. იმავე წლის ზაფხულს ის “პსვ ეინდჰოვენმა” შეიძინა 3,9 მილიონ ევროდ.
პირველივე სეზონში რობენმა პსვ-ს რიგებში 33 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ის მძლავრ დუეტს ქმნიდა მატეა კეჟმანთან ერთად. არიენი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი მეთაურობით კი ეინდჰოვენმა ჩემპიონატი ისტორიაში მე-17-ედ მოიგო. მალე ფეხბურთელის მიმართ დაინტერესება ”მანჩესტერმა” გამოთქვა. ალექს ფერგიუსონი პსვ-ს რობენის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს სთავაზობდა და ტრანსფერიც უნდა შემდგარიყო, თუმცა მოულოდნელად ჩელსის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა პსვ-ს 18 მილიონი ევრო შესთავაზა და არიენიც “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგდა. თავის ბოლო ჰოლანდიურ სეზონში რობენმა 23 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.
“ჩელსის” რიგებში რობენი თავის შესაძლებლობებს სრულად ავლენდა, თუმცა ხელი ტრავმამ შეუშალა. 2004-2005 წლების სეზონში ამ მიზეზით არიენს ძალიან ბევრი მატჩი გაუცდა. დაბრუნების შემდეგ, რობენმა ყველაფერი იღონა და ფორმაც მალე აღიდგინა. ჰოლანდიელმა ბევრი მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. და მალე, ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რობენმა პირველ სეზონში 7 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს ის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. 2005-2006 წლების სეზონში რობენმა 28 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ჩელსიმ კი პრემიერლიგა მოიგო. არიენმა გოლების გატანა შეძლო სანდერლენდისა და ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ. მსოფლიოს 2006 ჩემპიონატის შემდეგ ჩელსიმ სოლიდური შევსება მიიღო. მიუხედავად ამისა, ჟოზე მაურინიო რობენს მაინც ენდობოდა. არიენმა 2006 წლის 23 დეკემბერს უიგანთან ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საერთო ჯამში 2007 წლის პირველ 2 თვეში რობენმა 8 საგოლე პასი გააკეთა, რაც ნადვილად დიდებული შედეგი გახლდათ. 2007 წლის 19 მაისს კი რობენმა ჩელსისთან ერთად ინგლისის ლიგის თასი მოიგო. მას შემდეგ, რაც არისტოკრატებმა ზაფხულში ფლორენ მალუდა იყიდეს, რეალმა აქტიურად დაიწყო ჩელსისთან მოლაპარაკებები დაჩმენი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით.
2007 წლის 22 აგვისტოს რეალმა არიენ რობენი 36,55 მილიონ ევროდ შეიძინა. ზიდანის, ფიგუსა და რონალდოს შემდეგ ის რეალის ყველა დროის ყველაზე ძვირადღიებული შენაძენი გახდა. 2007 წლის 18 სექტემებრს შედგა არიენის დებიუტი რეალის რიგებში. ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული თამაში გახლდათ, ბრემენის “ვერდერის” წინააღმდეგ. 17 ოქტომბერს რობენმა კვლავ ტრავმა მიიღო და 6 კვირის განმავლობაში გუნდს ვერ ეხმარებოდა. 2007 წლის 23 დეკემბერს ჰოლანდიელმა ელ-კლასიკოშიც იასპარეზა. მან რობინიო ჩაანაცვლა, 85-ე წუთზე. 2008 წლის 2 იანვარს სამეფო თასზე, “ალიკანტესთან” მატჩში რობენმა თავისი პირველი “რეალური” გოლი გაიტანა. ხოლო იმავე წლის 10 თებერვალს ჰოლანდიელმა პრიმერაშიც იხეირა, ვალიადოლიდთან 7-0-ზე მოგებულ შეხვედრაში.
რობენის დებიუტი ნაკრებში ევრო 2004-ის შესარჩევ ეტაპზე შედგა. თვითონ ჩემპიონატზე კი არიენმა საკმაოდ კარგად იასპარეზა და ნაკრების ერთერთი ლიდერი გახლდათ. შვედეთთან 1/4-ფინალურ მატჩში არიენმა გადამწყვეტი პენალტიც გაიტანა თერთმეტმეტრიანების სერიაში. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი რობენმა სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ დიდებულად იასპარეზა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კოტ დ’ივუართან მატჩში მას კვლავ გადასცეს აღნიშნული ჯილდო და ის ჩემპიონატის იმ 8 ფეხბურთელში შევიდა, რომლებმაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ჯილდო მინიმუმ 2-ჯერ მოიპოვეს.
რობენი 2007 წლის 9 ივნისს დაქორწინდა, გრონინგენში. მის მეუღლეს ბერნარდინ ეილერტი ჰქვია. ფეხბურთელი და მისი მეუღლე ერთმანეთს ჯერ კიდევ გრონინგენში ყოფნისას, ბავშვობის ასაკიდან ხვდებოდნენ. გარდა ამისა, არიენის მამა, ჰანსი, ფეხბურთელის აგენტია.
ტიტულები:
ერედივიზიონი: 2002-03
ჰოლანდიის სუპერთასი: 2003-04
პრემიერლიგა: 2004-05, 2005-06.
ინგლისის ლიგის თასი: 2005, 2007.
ინგლისის სუპერთასი: 2006.
ინგლისის ასოციაციის თასი: 2007.
ლა ლიგა:2007-2008. 

                                                      ნიკო გომელაური




       სიტყვები უმისამართოდ დაბორიალობენ გარშემო. მრავლად არიან, ხატოვანიც, სევდიანიც, ზეაწეულიც, მეტყველიც, ასეთიც, ისეთიც…
აი ზუსტად მორგებული კი ვერ ვიპოვე. ჯერ რომ არასდროს ყოფილა, ისე მიჭირს იმ სიტყვების მოძებნა ერთდროულად ტკივილს, მონატრებას, დანანებას, სიცარიელეს და კვლავ მონატრებას რომ გამოხატავენ. ორი წლის წინ ნიკო გომელაურმა უკანასკნელად ამოისუნთქა და ქალაქს “ჩანაწერებში” გაბნეული ღიმილი დაუტოვა. ხშირად მომისმენია ამბობდნენ, ის არ მომკვდარაო, კვლავ ცოცხლობს ჩვენს გულებშიო. მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების მნიშვნელობას და ოდნავ ბანალურადაც კი მეჩვენებოდა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის ნიკო არ… ვერც კი ვწერ ამ ზმნას. ამიტომ, 2010 წლის 13 აპრილიდან დღემდე გასულ დროს უბრალოდ, დავივიწყებ და მანამდე რაც იყო იმას გავიხსენებ…
ჩვენი გაცნობა იმით დაიწყო, რომ გრიბოედოვის თეატრის ვიწრო დერეფანში თვალი მომჭრა ღიმილმა, თბილმა, გულწრფელმა და ოდნავ სევდიანმა. შემდეგ იყო თვალები, საოცარი, ღრმა, კეთილი და ისინიც ოდნავ სევდიანი. მაღალმა, ლამაზმა მამაკაცმა გამიღიმა და რომელიღაც კარში გაუჩინარდა. ეს დიდი ხნის წინ იყო. მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ საოცარი ადამიანის ნიჭის აღმასვლის მოწმე გავხდებოდი, რომ მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული მაყურებელი ათას კითხვას დამისვამდა მის შესახებ, რომ მის გვერდით გატარებული ყოველი დღე ადამიანურობის, ნიჭიერების, კეთილშობილების დღესასწაული იქნებოდა. თუ თქვენ ერთხელ მაინც აღმოჩნდით მის გარემოცვაში – ბედმა გაგიღიმათ და თუ სასწაულებრივი გარემოების წყალობით მისი ახლობლების სიაში ხართ, მაშინ თქვენ ბედის ნებიერა ბრძანდებით.
სხვა მრავალთა შორის ერთ-ერთი ჩვენი ბოლო შეხვედრა მახსენდება თბილისური ზაფხულის ჩვეულად ცხელ დღეს მის მყუდრო სახლში აბაშიძის ქუჩაზე. ნიკო უკვე ძალიან ცუდად იყო. თუმცა, წამით არ იმჩნევდა და ისეთი ხალისით “მეჭორავებოდა”, რომ გავთავხედდი კიდეც და ჩემს, ახლაღა ვხვდები, რომ უმნიშვნელო პრობლემებზე დავუწყე წუწუნი. მიღიმოდა, მამშვიდებდა არ გატყდეო, ყველაფერი დალაგდებაო, მთავარია შიში არ მოგერიოსო და მთებს გადააბრუნებო.
ახლა ჩვენი საუბრის ჩანაწერებს რომ ვათვალიერებ, მომწონს აწმყო დროში რომ არის. თავს ნებას მივცემ და ასევე დავტოვებ…
l
არც მთა უყვარს, არც ზღვა, არც ბუნებაში ხეტიალი. მშვენივრად ცურავს, მაგრამ ზღვა ღლის და აუზი ურჩევნია. ხალხმრავალ, ბომონდურ “ტუსოვკებს” საკუთარ, ლამაზ სახლში მყუდრო ტახტზე განმარტოვებას ამჯობინებს. კომფორტულ გარემოში თავს კომფორტულად გრძნობს. მშვიდს და საოცრად გაწონასწორებულს აღიზიანებს ქედმაღლობა და უვიცობა, წყობიდან გამოჰყავს უზრდელობას. ნიჭს შეუძლია აპატიოს ყველაფერი. ბუნებით კონსერვატორი რთულად ეგუება ექსპერიმენტებს, უბრალოდ არც კი აინტერესებს. ურჩევნია დოსტოევსკი გადაიკითხოს მეთორმეტედ, ვიდრე ახლებს და მოდურებს შეაწუხებინოს გონება. პოლიტიკა საერთოდ არ აღელვებს, თუმცა იძულებულია იმდენად იყოს დაინტერესებული პოლიტიკით, რამდენადაც პოლიტიკას ვაინტერესებთ ჩვენ. ინტერვიუზე პრაქტიკულად ყოველთვის თანხმდება, თუმცა ყოფილა უხეირო კითხვები, რომელთაც მისი გახსნილი ღიმილი ირონიულ ჩაღიმებად უქცევიათ. მისი სამოსი ყოველთვის მოდური და გემოვნებიანია, თუმცა უკვირს, რომ ამას ყურადღება ექცევა, რადგან განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავს, რომ ელეგანტურად გამოიყურებოდეს. მას თავდავიწყებით უყვარს ბავშვები და უდიდეს სიამოვნებას გვრის მათთან ურთიერთობა. თავად ფიქრებში ხშირად ბრუნდება საკუთარი ბავშვობის ხანაში და იმდროინდელი ნოსტალგიური შეგრძნებები ახალისებს. მისთვის ცხოვრების არსი ყოველი დღის, ყოველი წუთის რიტმშია, მისთვის სიცოცხლე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ცხოვრება.




                       ცნობილი ქალბატონები მამაკაცებზე…




მერლინ მორნო ( ამერიკელი მსახიობი  1926–1962)

  • ბევრ მამაკაცს თავი ღმერთი ჰგონია და ავიწყდებათ, რომ ბევრი ქალი ათეისტია.
  • არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ეს სამყარო მამაკაცების იყოს, მთავარია, მე დავრჩე ქალად.

მარლენ დიტრიხი (გერმანელი და ამერიკელი მსახიობი 1901–1992)

  • მამაკაცს, რომელიც ქალის ხელჩანთას ფუფუნების საგნად თვლის, სასჯელი არ ასცდება. თუ ამქვეყნად სამართალი არსებობს, ის შემდგომ ცხოვრებაში ნიანგად უნდა დაიბადოს და სიცოცხლე ყველაზე ძვირადღირებულ საგნად დაასრულოს ან ქალად უნდა იქცეს, რომელიც შედის სუპერმარკეტში და ხელში უჭირავს ბავშვი, საფულე, გასაღები, მძღოლის მართვის მოწმობა, ხელთათმანები, თან უამრავი რამ აქვს საყიდელი. მაშინ ის ყველაფერს მიხვდება.
  • იშვიათადაა კაცი ისეთ კარგ ხასიათზე, როგორც მაშინ, როცა თავის თავზე ლაპარაკობს. 

აგატა კრისტი (მწერალი 1890–1976)

  • სასაცილოა, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა ამაყობს ორი რამით, რაც ნებისმიერ  მათგანს შეუძლია: გამოთრობით და შვილების ჩასახვის უნარით.
  • მამაკაცებს საფრთხე ყველგან ემუქრებათ, ქალებს კი, ძირითადად სიყვარულში.
  • შეყვარებული მამაკაცი საცოდავი სანახავია.

ელიზაბეტ ტეილორი (ამერიკელი მსახიობი 1932–2011)

  • ქალების უმეტესობას  მამაკაცები არამზადებად მიაჩნიათ, მაგრამ მისი შემცვლელი ჯერ ვერ უპოვიათ.
  • რა თქმა უნდა, არ არსებობენ შესანიშნავი მამაკაცები, თუმცა ზოგიერთი დანარჩენებზე უკეთესია, ჩვენ კი შეგვძლია, გამოვიყენოთ ნებისმიერი მათგანი, რომელსაც ხელში ჩავიგდებთ.

კოკო შანელი (ფრანგი მოდელიორი 1883–1971)

  • მამაკაცებს არ უყვართ პატარა გოგონები და თუ მაინც შეუყვარდათ, ბოლოს აუცილებლად მიატოვებენ
  • იცი, რით განსხვავდება მამაკაცური ეგოიზმი ქალური ეგოიზმისგან? მამაკაცს სურს, საკუთარი თავისთვის იცხოვროს, ქალს კი სურს, მამაკაცმა მისთვის იცხოვროს.
  • სილამაზე იმისთვის გვჭირდება , რომ მამაკაცებს ვუყვარდეთ, სისულელე კი იმისთვის, რომ ისინი გვიყვარდეს.

მეი უესტი (ამერიკელი მსახიობი 1893–1980)

  • სანამ ცოლგანაშვებ მამაკაცზე გათხოვდები, ჯერ მის ყოფილ ცოლთან უნდა ისადილო.
  • მამაკაცისთვის ყველა ქალი გამოცანაა, რომლის გამოცნობასაც მეორე ქალით ცდილობს.
  • დაბალი პედანტი მამაკაცების უბედურება ისაა, რომ მათ, ჩვეულებრივ, მაღალი, თვალშისაცემი ქალები მოსწონთ.
  • ახალგაზრდა მამაკაცები ქალებთან მორიდებული მდიდრებივით იქცევიან, მოხუცები კი თავხედი მათხოვრებივით.

ფრანსუაზა საგანი (ფრანგი მწერალი 1935–2004)

  • მხდალი მამაკაცის სიყვარული ჩირქს სცხებს ქალს, რაოდენ კეთილშობილიც არ უნდა იყოს ის თავად.
  • მამაკაცები მხოლოდ იმიტომ არიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომ ქალებმა ესთეტიკური თვალსაზრისით თქვეს უარი კუნთების დაყენებაზე.

ბარბარა სტრეიზანტი ( ამერიკელი მომღერალი და მსახიობი 1942)

  • დანაღმულ ადგილას ყველა მამაკაცი ჯელტმენია– დევიზით „მხოლოდ ქალების შემდეგ“
  • პირველად მამაკაცებს მოუვიდათ აზრად, ღამის გართობები სხდომებად მოენათლათ.

მადამ დე  სტალი (ფრანგი მწერალი  1766–1817)

  • რაც უფრო უკეთესად ვიცნობ მამაკაცებს, მით უფრო მომწონს ძაღლები.
  • როცა ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმეტესობა უწიგნური აღმოჩნდებახოლმე.






                                                       http://luciuslibrary.wordpress.com
                                               http://barcelonismo.wordpress.com

                               http://forum.ge                                 http://icode.ge/
                                          http://ka.wikipedia.org/wiki/   
    http://sainteresoinformaciebi.wordpress.com