Friday, January 25, 2013

ომები


ომები


 მსოფლიო ისტორიის მანძილზე იყო არაერთი ომი, დაწყებული უძველესი საუკუნეებიდან, ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, მოყოლებული ახალ დრომდე.თუ გადავხედავთ მსოფლიო ისტორიას უძველესი ომებიდან ერთ-ერთი გამოსაკვეთია ბერძენ-სპარსელთა ომები.

     იყო ომების სერია  საბერძნეთის ქალაქსახელმწიფოებსა და სპარსეთის იმპერიას შორის. ომი დაიწყო ძვ. წ. 500 წელს და 51 წლის შემდეგ ძვ. წ. 449წელს დასრულდა ბერძნების თავდაცვითი წარმატებით. კონფლიქტი დაიწყოიონიელების აჯანყებით, თუმცა ის მალევე ძვ. წ. 493 წელს სპარსელებმა ჩაახშეს. ამას მოჰყვა დარიოს I-ის შეჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც მარათონის ველზე ათენელების მიერ მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით დაგვირგვინდა. დარიოსის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთში შეიჭრა სპარსული არმია მისი შვილის, ქსერქსე I-ის მეთაურობით. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული თერმოპილეს ბრძოლა ქსერქსესა და სპარტის მეფე ლეონიდასს შორის, რომელიც ოკუპანტების გამარჯვებით დამთავრდა. ამის მიუხედავად არც მეორე ლაშქრობის დასასრული გამოდგა სპარსელებისთვის მომგებიანი. კამპანიის ბედი სალამინის საზღვაო ბრძოლაში ათენელებისა და სპარტელების კოალიციის გამარჯვებამ გადაწყვიტა. გამარჯვების შემდეგ ძვ. წ. 479-478 წლებში ბერძნებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და სპარსელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები გაანთავისუფლეს. შემდეგ კი ძვ. წ. 477-449 წლებში მიმდინარე ათენელების პირველი საზღვაო ალიანსის მიერ წარმოებული ომის შედეგად მოწინააღმდეგეს თრაკია და მცირე აზიაც გამოსტაცეს.
ომების შედეგად სპაპსელების მრავალ ცდას აეღო ბალკანეთი, წერტილი დაესვა. ბერძნული ცივილიზაციის კულტურულმა განვითარებამ პიკს მიაღწია, თუმცა მალევე ამ პერიოდში დაწინაურებულ ათენსა და სპარტასშორის დაიწყო ომი, რომელიც პელოპონესის ომის.                                                       

       

                                                                                                       



 შუა საუკუნეების ომებიდან შეიძლება ჯვაროსნული ომების გამოყოფა.
  ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდები უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.
ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
   პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.
     მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა (1145–1149) — ჯვაროსნების მეორე ლაშქრობა ევროპიდან, რომელიც 1145 წელს დაიწყო, წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი საგრაფო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. მეორე ლაშქრობა პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი ლაშქრობა იყო, რომელსაც ევროპელი მეფეები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ, ლუი VII და კონრად III, რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვანის დახმარებით. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადაჭრა ევროპა და ოდნავ შეფერხდა ბიზანტიის იმპერატორ მანუელ I კომნენოსის მიერ; ბიზანტიის ტერიტორიის გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა. ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და 1148წელს, დამასკიზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და XII საუკუნეში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა.
    მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) – წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგოლ VIII-ემ და (მისი გარდაცვალების შემდეგ)კლემენტ III-მ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამსაფრანგეთის მეფე ფილიპ II აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. მისი წინაპირობა გახდასალადინის მიერ 1187 წელს იერუსალიმის დაპყრობა.




    მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა – ჯვაროსნული ლაშქრობა 1202-1204 წწ. დაიგეგმა ეგვიპტისწინააღმდეგ, მაგრამ ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის წყალობით იგი ბიზანტიისსაწინააღმდეგოდ შემობრუნდა. თეობალდ III-ის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგაბონიფაციუს I მონფერატი. 1204 წელს 
ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს. რომლის პირველი იმპერატორიც გახდა ბალდუინ I ფლანდრიელი. ბონიფაციუს მონფერატი გახდა თესალონიკის მეფე. ლათინთა იმპერიამ 1261 წლამდე იარსება. ამ ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსანთა პოზიციები მცირე აზიაში ძლიერ შესუსტდა.       იერუსალიმი                         ეგვიპტელი არაბების ხელში რჩებოდა. ევროპის მონარქებმა შემდეგი დარტყმა ეგვიპტისაკენ მიმართეს.

     მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც მიმდინარეობდა 1217-1221 წლებში.
ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ განცხადება გააკეთა რომის პაპმა ინოკენტი III-მ 1215 წელს. ლაშქრობა უნდა დაწყებულიყო 1217 წელს. ამ მომენტისთვის პაპი ინოკენტი III გარდაიცვალა, თუმცა ლაშქრობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მისმა მემკვიდრემ ჰონორიუს III-მ.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა რომის იმპერიის მმართველი ფრიდრიხ II არ მონაწილეობდა ლაშქრობაში, ხოლო ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო გარდაიცვალა, ლაშქრობა მაინც შედგა. 1217 წელს წმინდა მიწისკენ გაემართა ჯვაროსნების ანგარიშგასაწევი არმია, რომლის წინამძღოლობაც იკისრეს უნგრეთის მეფემ ანდრაშ II-მ, ავსტრიის ჰერცოგმა ლეოპოლდ VI-მ და მერანის ჰერცოგმა ოტონ I-მა.
საომარი ოპერაციები დუნედ მიმდინარეობდა და 1218 წელს მეფე ანდრაშ II სამშობლოში დაბრუნდა. მალე, წმინდა მიწაზე ჩავიდა ჯვაროსნების ახალი ნაკადი ჰოლანდიის გრაფის ვილჰელმ I-ის მეთაურობით. ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ეგვიპტეს, რომელიც იმ დროისათვის მუსულმანთა ძლიერების მთავარ ცენტრს წარმოადგენდა წინა აზიაში.
ალ-ადილის ძემ - ალ-კამილმა (ალ ადილი გარდაიცვალა 1218 წელს) ჯვაროსნებს ძალზედ მომგებიანი ზავი შესთავაზა: ის თვით იერუსალიმის დაბრუნებაზე დათანხმდა, თუმცა ეს წინადადება ჯვაროსნების მხრიდან უარყოფილი იქნა. 1218 წლის ნოემბერში ერთწლიანი ალყის შემდეგ ჯვაროსნებმა აიღეს ქალაქი დუმიატი. ჯვაროსნების ნაწილი პაპის ლეგატის პელაგიას მოწოდებით დაიძრა მანსურისაკან, თუმცა ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა და ჯვაროსნებმა 1221 წელს ალ-კამილთან ზავი დადეს, რომლის მიხედვითაც მიიღეს თავისუფალი უკან დახევის გარანტია, თუმცა ვალდებულება აიღეს გაეთავისუფლებინათ დუმიატი და სრულად ეგვპტე.
       
მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა 1228-1229წწ.იყო მას მეთაურობდა საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ მეორე.ფრიდრიხმა ეგვიპტის სულთანთან მოლაპარაკების გზით დაიბრუნა იერუსალიმი,თუმცა ჯვაროსნებმა ქალაქი 1244წ. ისევ დაკარგეს

     
 
მეშვიდე და მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობები,1249-1254წწ.და 1270-1291წლებში მოხდა.ორივე ლაშქრობას მეთაურობდა ქრისტიანობისთვის გულანთებული საფრანგეთის მეფე ლუი მეცხრე.მისი ორივე კამპანია მარცხით დასრულდა.მოგვიანებით მეფე ლუი წმინდანად შერაცხეს.1291 წელს ჯვაროსნების უკანასკნელი ქალაქი აკრა დაეცა და ამის შემდეგ ჯვაროსნული ლაშქრობებიც დასრულდა.
 
   

                                                                                


          თუ გადავხედავთ მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებს ამ პერიოდიდან ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნაპოლეონის ომებზე.
    ნაპოლეონის ომები - ამ სახელით ცნობილია, ომები, რომელიც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარეობდა ნაპოლეონ I-ს მეთაურობით, როდესაც ის იყო პირველი კონსული და იმპერატორი (1800 - 1815). უფრო ფარო აზრით აქ იგულისხმება ნაპოლეონის იტალიური კამპანიაც (1796 - 1797) და ეგვიპტური ექსპედიციაც(1798 - 1799), თუმცა ჩვეულებრივ(განსაკუთრებით იტალიურ კამპანიას) ამ ომებს მიაწერენ ე.წ. რევოლუციურ ომებს.18 ბრიუმერის გადატრიალებამ (9 ნოემბერი 1799 წ.) საფრანგეთის მართვის ძალაუფლება გადასცა ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა ძალაუფლების დიდი სიყვარულით, ამბიციებით, სარდლობის დიდი ნიჭითა და ომის სიყვარულით. ეს ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ძველი ევროპა იმყოფებოდა სრულ დეზორგანიზაციაში: მთავრობები სრულიად უმოქმედონი იყვნენ ერთობლივი მოქმედებებისათვის და მზად იყვნენ საკუთარი თავის სასარგებლოდ წასულიყვნენ ნებისმიერ ქმედებაზე. ყველგან მოქმედებდა ძველი წესები, ადმინისტრაციაშიც, ფინანსებშიც და ჯარშიც - წესები, რომელთა არაეფექტურობამ თავი იჩინა საფრანგეთთან პირველივე სერიოზული შეტაკების დროს.

    მესამე კოალიცია .ენგიენის ჰერცოგის, ლუი ანტუან ანრი დე ბურბონ-კონდეს, ნაპოლეონის საიმპერატორო გვირგვინის მემკვიდრის და იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის ძლიერი მოწინააღმდეგის სიკვდილმა ზეგავლენა მოახდინა სხვადასხვა იმპერიებზე. იტალიის რესპუბლიკა გადაიქცა სამეფოდ და მილანში(1805, მარტი) მეფედ იკურთხა ნაპოლეონი. მეფის ტიტულის მიღების შემდეგ აახენის, კიოლნისა და მაინცის გავლისას გერმანიაში მყოფ ნაპოლეონს თავი მთელი რეინის მხარის მმართველად მოჰყავდა. ამავე დროს მან ესპანეთი აიძულა საფრანგეთს დახმარებოდა ფლოტითაც და ფულითაც. ჰოლანდიაში, ინტრიგებითა და მუქარით, ის მონარქიულ მთავრობას ამზადებდა, რომლის სათავეშიც მისი ერთ-ერთი ძმა ჩადგებოდა. ამ ყველაფრის გამო ინგლისს შეუერთდა რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია დანეაპოლი. ასევე ინგლისი მის მოკავშირეება ავალდებულებდა გადაეხადათ ფულადი სუფსიდიები.
ახალი კოალიცია ცდილობდა თავისკენ გადაებირებინა პრუსია, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი შეიკავა და ყოველი შემთხვევისათვის ნეიტრალურ, თუმცა შეიარაღებულ ქვეყანად დარჩა. პრუსიის ორაზროვანმა ქმედებამ ნაპოლეონის უკმაყოფილება გამოიწვია. სამხრეთ-გერმანიის თავადებისათვის მიცემული დაცვის პირობის თანახმად, ნაპოლეონმა მოულოდნელად ჯარი გერმანიისკენ დაძრა, რომლის ნახევარმა პრუსიის ნეიტრალურ მიწებზე გაიარა სადაც ბადენისბავარიისჰესენის,ნასაუს და სხვა დამატებითი ჯარით გაძლიერდა. 20 ოქტომბერს ილმაში ჩაკეტილი ავსტრიის არმია ნაპოლეონს დანებდა და კაპიტულაცია გამოაცხადა. ნაპოლეონის ეს უდიდესი გამარჯვება ინგლისის ფლოტის ტრაფალგარის გამარჯვების(21 ოქტომბერი) სახელით ცნობილმა ბრძოლამ დაჩრდილა.
მათ შორის, მისი ნეიტრალიტეტის დარღვევით გაღიზიანებული პრუსია შეუერთდა კოალიციას, მაგრამ საკმაოდ გვიან. 13 ნოემბერს ფრანგებმა აიღეს ვენა და რუსულ და ავსტრიულ ჯარს მორავიაში დახევა აიძულეს, სადაც აუსტერლიცში 2 დეკემბერს, ნაპოლეონის კოალიციის წლისთავზე, მოხდა ცნობილი „სამი იმპერატორის ბრძოლა“. გამარჯვება წილად ხვდათ ფრანგებს. იმპერატორი ფრანცი ნაპოლეონს დამამცირებლად სთხოვდა დაზავებას, რომელსაც გამარჯვებული დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსული ჯარი გავიდოდა ავსტრიის ტერიტორიიდან(4 დეკემბერი). 26 დეკემბერს ავსტრიამ საფრანგეთთან გააფორმა „პრესბურგის მშვიდობა“, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაშიგაბსბურგში, აუქმებდა მონარქიას, ასევე ტიროლისა და ვენეციის ტერიტორიები(პირველი გაყოფილ იქნა ბადენსა დავიურტემბერგს შორის, მეორე შეუერთდა ბავარიას, ხოლო მესამე - იტალიის სამეფოს), საბოლოოდ ჩამოშორდა წმინდა რომის იმპერიას და სამეფო გვირგვინები წილად ხვდათ ნაპოლეონის ძმებს, ნეაპოლსა და ჰოლანდიაში.
აუსტერლიცის გამარჯვებასა და პრესბურგის მშვიდობის დადების შუალედში ნაპოლეონმა შესძლო საფრანგეთის მხარეს გადმოებირებინა პრუსიის მეფის მიერ მასთან გამოგზავნილი რწმუნებული, რომელმაც აუსტერლიცის შემდგომ, არამარტო გადაწყვიტა გამარჯვებულისათვის არ წარედგინა მისი მთავრობის მოთხოვნა, არამედ მისი თანხმობის გარეშე ნაპოლეონთან გაეფორმებინა შეთანხმება შენბურგში(15 დეკემბერი). პრუსია გახდა საფრანგეთის მოკავშირე, ამასთან საფრანგეთს გადაეცა რეინის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული კლიოვის საჰერცოგოს ნაწილი, ვეზელის ციხესიმაგრითურთ და უარი სთქვა ფრანკონის სათავადოზე. ამას გარდა ის ვალდებული იყო მის პორტში არ შემოეშვა ინგლისური გემები, რისთვისაც მან მიიღო ჰანოვერი. პრუსიის მეფე დათანხმდა ამას, მაგრამ განაცხადა, რომ ღებულობს მას მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ საერთო მშვიდობის დამყარებამდე. ასეთმა განცხადებამ გააღიზიანა ნაპოლეონი, რომელიც მასში ხედავდა ფრედერიკ-ვილგელმ III-ს განზრახვას, საბოლოოდ არ ჩამოსცილდეს კოალიციას. 
       მეოთხე კოალიცია (1806-1807)
        მეხუთე კოალიცია (1808-1809)     
      სამამულო ომი (იგივე ბოროდინო1812 )  და მეექვსე კოალიცია (1813-1814) 1813 წელი -ბრძოლა ლაიფციგთან მას მოიხსენიებენ როგორც სახალხო ბრძოლას . და ბოლოს მეშვიდე კოალიცია (1815) ნაპოლეონის ბოლო ბრძოლა იგივე ვატერლოო.

        

       ვატერლოოს ბრძოლა 

1815 წელს ბელგიაში, სოფელ ვატერლოოსთან გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა, სადაც ინგლისის, ჰოლანდიის და პრუსიის ალიანსი დაუპირისპირდა ნაპოლეონისფრანგულ არმიას. ბრძოლის წინა დღეს უპირატესობა ნაპოლეონის მხარეს იყო, რადგან ლინის ბრძოლის შემდეგ პრუსიელთა ძალები, რომელთაც ფელდმარშალიბლუხერი ხელმძღვანელობდა მოწყვეტილი იყო ინგლის-ჰოლანდიის კოალიციისგან. ამის შემდეგ ნაპოლეონი ბრიტანალების პოზიციებისკენ დაიძრა, თუმცა ლორდი უელინგტონი უკვე წასული დაუხვდა. ფრანგები კოალიციას უკან გაყვნენ, თუმცა მათ შორის ბრძოლას კოკისპირულმა წვიმამ შეუშალა ხელი.
მეორე დღეს ჯარები განლაგდნენ ერთმანეთის პირისპირ. რვა საათზე აპირებდა ნაპოლეონი ბრძოლის დაწყებას, მაგრამ ჩათვალა რომ, კავალერია და არტილერია ვერ მოახერხებდა გადაადგილებას ტალახში, რითაც რამდენიმე საათი წააგო, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. კარგი განწყობა შეინიშნებოდა ფრანგულ არმიაში, საფრანგეთის მარშალი და ნაპოლეონთან დაახლოებილი ადამიანი მიშელ ნეი არ აფასებდა მათ წინააღმდეგ მებრძოლ ალიანსს და ამბობდა რომ სულ რაღაც ორ საათში გაანადგურებდა "სიპაების გენერალს" (უელინგტონს). ნაპოლეონის დავალებით, მარშალი ემანუელ დე გრუში გაემართა ბლუხერისკენ, რათა გზა გადაეკეტა მასთვის და არ მიეცა საშუალება შეერთებოდა უელინგტონს.
თორმეტ საათზე ნაპოლეონის არტილერიამ ველინგტონის ჯარების ცენტრისკენ მიიტანა შეტევა, სადაც პიტკონის ქვეითები იყვნენ განლაგებულნი. "ინგლისელები ისე ეცემოდნენ ძირს როგორც კეგლის გრუზები"(ჯ.ლოუფორდი). ბრძოლის დროს ველინგტონი ამბობდა: "ღმერთო დიდებულო, ეს კაცი ას ზარბაზანს ისე მარჯვედ ატრიალებს, როგორც ერთ პისტოლეტს." ინგლისელ გენერალს თავისი შტაბი უკანდახევას თხოვდა, მაგრამ ის არ აპირებდა "შეშინებული ქათამივით აქეთ-იქით სირბილს" და ბრძანება გასცა რომ მდგარიყვნენ უკანასკნელ ჯარისკაცამდე. ნაპოლეონის არტილერია კი ცეცხლს აძლიერებდა, საბოლოოდ ველინგტონმა თახნმობა მისცა თავის გენერლებს რომ ასი მეტრით უკან დაეხით და როგორმე თავი დაეღწიათ ჭურვების წვიმისგან.
ნეიმ ბრიტანელების ეს ნაბიჯი უკანდახევად ჩათვალა და ყველაზე კარგ დროდ შეტევისთვის. მან 16 000-იანი ესკადრონი ორად გაყო და შეუტია ალიანსს. კვლავ არ ღალატობდა იღბალი ველინგტონს, რუკაზე არ იყო დატანილი ხრამი ვატერლოოს ველზე სადაც 8000 ცხენოსანი მიემართებოდა და იქიდან რამდნიმე ასეულიღა გადაურჩა ჩაჩეხვას. ნეი მაინც არ შეეგუა ესკადრონის ნახევრის დაკარგვას, ინგლისელების ცამეტ კარეს შეუტია და 8 გაარღვია კიდეც. ამ დროს ნაპოლეონი ცოფებს ყრიდა, გაწბილებული იყო ნეის საქციელით და იძახდა: "როგორ შეიძლება კავალერიის შეტევა ინფანტერიის დახმარების გარეშე". მაგრამ კავალერიის როლი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, 8 კარეს განადგურების გარდა მათ ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს ფეხოსნებს და შოტლანდიელებისგან შემდგარი "Royal Greys" კავალერია თითქმის ბოლომდე გაანადგურეს.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
ბრძოლის მიმდინარეობისას გორაკზე გამოჩნდა მომავალი ჯარი. უელინგტონს ისინი პრუსიელები ეგონა, ხოლო ნაპოლეონი დარწმუნებული იყო რომ მათ გრუშის ნაწილები უახლოვდებოდნენ, რომლებმაც პრუსიელებს უკან დაახევინეს და ახლა იმპერატორის დასახმარებლად დაბრუნდნენ. ველინგტონის ჰერცოგი ხვდებოდა რა ახლოს იყო დამარცხებასთან და ამბობდა: "ღმერთო მომეცი ღამე ან ბლუხერი". იმ დღეს იღბალი აშკარად ინგლისელების მხარეს იყო, ღმერთმა მისცა ბლუხერი. გორაკზე გაჩერებული ჯარს შავი მუნდირი ემოსა, რომელიც პრუსიელების ნიშანი იყო. გრუშიმ ვერ მოახერხა აღეკვეთა პრუსიელთა მოძრაობა და არასწორად იმოქმედა, რის შედეგადაც ბლუხერის გენერალი ბიულოვი სწრაფად დაიძრა ვატერლოოსკენ, მას სხვა კორპუსებიც მიჰყვნენ. ნაპოლეონმა ჩართო უკანასკნელი რეზერვი ბრძოლაში, საიმპერატორო გვარდია (გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი). ამ გვარდიის შეტევისთვის ჯერ არავის ჰქონდა გაძლებული და იმპერატორი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა ხოლმე. გვარდიამ შეუტია ალიანსს, მათ გაარღვიეს პირველი ხაზი, გადათელეს არტილერია, დაამრცხეს პოლ ჰეკეტის ბრიგადა მაგრამ მეტის გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო. ველინგტონის ფერდობზე ჩასაფრებული მეიტლენდის რამდენიმე რაზმმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნა და საბოლოოდ დაახევინა უკან ფრანგებს. ორგანიზებულად იხევდა უკან გვარდია, რასაც ველინგტონის კიდევ ერთი აღფრთოვანება მოჰყვა: "დიდებულია, დიდებულია". 5 ათასი ჯარისკაცი მოექცა 80 000 მოკავშირის ალყაში, ველინგტონის ჯარისკაცები ყოველი მხრიდან ესროდნენ მათ. გენერალმა კოლმა არტილერიას ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა:"ეს უკვე მკვლელობაა, ნამდვილი მკვლელობა. შეწყვიტეთ სროლა". მან აღმართა თეთრი დროშა და ჯარისკაცებს მიმართა რომ არავინ დაივიწყებდა მათ გმირობას, მაგრამ მოვიდა დრო რომ დანებდნენ. ფრანგების გენერალმა პიერ კამბრონმა კი ამაზე დაუყვირა: "merde!" რაც უკიდურესი ფორმაა დაუმორჩილებლობის და შეურაცყმყოფელ ფორმაში გამოითქმის (ფრანგული გინებაა). არსებობს მეორე რომანტიკული ვერსია სადაც კამბრონი პასუხობს:"ნეხვო!!! გვარდია იღუპება მაგრამ არ ნებდება".[საჭიროებს წყაროს მითითებას] ამის შემდეგ დაჭრილი კამბრონი მიწაზე ეცემა და გვარდიის სისხლი ვატერლოოს ველზე დაიღვრება.
როდესაც გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი გმირულად იბრძოდა, ძველ გვარდიას ნაპოლეონი გაყავდა ბრძოლის ველიდან. კიდევ შეეძლო ნაპოლეონს ბრძოლების წარმოება, მის განკარგულებაში იყო 120 000 ჯარისკაცი, მაგრამ მას აღარ უნდოდა კამპანიებში მონაწილეობის მიღება. არსებობს ვერსია რომ, რიგითი ფრანგები მას სასახლეში უვარდებოდნენ და ინგლისელების განადგურებასაც თხოვდნენ. ის გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც სავარაუდოდ მოწამვლით მოკლეს 1821 წელს.
გრუშის შეცდომას არასდროს დაუვიწყებენ ფრანგები, მოღალატედაც შერაცხეს. იმ დროინდელ საფრანგეთში არსებობდა ეჭვი რომ ის შეეკრა ინგლისელებს, რაც შემდგომ გაქარწყლდა და მისი მოქმედება უინიციატივობას მიაწერეს.
   
       


              პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), აგრეთვე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთისსაფრანგეთისრუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიისავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.
ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდანშვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.
ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკიაპოლონეთი დაიუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან.


             მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.
აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმითპოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისისვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთიდიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკარიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა დაგრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში სურინამის დაპყრობა )ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი(ოპერაცია ტაბარინი).
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვისამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიცგენოციდშიც კი გადაიზარდა.



                                                                                 http://ka.wikipedia.org მეორე მსოფლიო ომი
                                                     http://ka.wikipedia.org/ პირველი მსოფლიო ომ

                       berdznul-sparsuli omeb       http://lemill.net

                                                                                                                       http://ucnauri.com

                                                          http://forum.ge                     
              http://ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment