Friday, January 25, 2013

რენესანსის მხატვრობა


ენესანსის მხატვრობა

      რენესანსი ანუ აღორძინება დასავლეთ ევროპის კულტურის და ხელოვნების აყვავების ეპოქაა, რომელიც XIV-XVI საუკუნეებში პირველად იტალიაში,კერძოდ კი  ფლორენციასა და რომში ჩაისახა.აქ აღორძინების სულმა გაიღვიძა და ის ძირითადი მიმდინარეობებიც გამოიკვეთა,რომლები შემდგომში ასწლეულების განმავლობაში ცნობილი იქნა როგორც რენესანსული კლასიციზმი და ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინარული მონაკვეთი.ამ მოძრაობის სულისჩამდგმელები ისეთი გენიალურობით,ისეთი შემართებითა და სულის სიმტკიცით იღვწოდნენ,რომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩარჩენილი მათი თანამედროვენი აიძულეს ,გადაეხედათ თავიანთი ესთეტიკისთვის ,უარი ეთქვათ შუა საუკუნეთა ტრადიციებზე და არ დაჰპირისპირებოდნენ ახალ დროებას.მხოლოდ ძველი დიდების მქონე რომსა და საბერძნეთს -ერთმანეთის მეტოქეებს შეეძლოთ ემცნოთ და აეხსნათ კაცობრიობისთვის მათდა გასაოცრად ძველი შეხედულებების შებღალვის მიზნით,როცა მიწა ოკეანის ჰორიზონტს გაღმაც არის,რომ დედამიწა ბრტყელი კიარა მრგვალია,მზის გარშემო ბრუნავს და როგორც უძველეს დროში ,რენესანსის ხანაშიც ადამიანი მოვიდა იმიტომ,რომ ყველგან და ყოველთვის მოვლენათა შუა გულში იყოს.

  აღორძინების პერიოდს თავისი ტიპიური ნიშნები ახასიათებს:კომპოზიცია–სიმეტრიულია და გეომეტრიული ფიგურების პრინციპითაა აგბული;ფორმა–მოცულობითი და რეალისტურია;იგრძნობა ჰარმონია და შინაგანი სიმშვიდე;პერსპექტივის კანონები დაცულია.რენესანსის ხანის მხატვრულმა პრინციპებმა მეტნაკლები ძალით იჩინა თავი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ ხანას მიეკუთვნება მხატვრული კულტურის უამრავი შესანიშნავი ძეგლი. ახალი ხელოვნება ყალიბდება შუა საუკუნეების ფეოდალურ მხატვრულ კულტურასთან ბრძოლაში. იგი თავს აღქევს შუა საუკუნეების რელიგიურ დოგმატიზმსა და სქოლასტიკას. ჩნდება ღრმა ინტერესი რეალური სამყაროსადმი, ცოცხალი, ხორცშესხმული ადამიანისადმი, რწმება ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობისა. ხელოვნების უმთავრეს საგნად იქცევა ადამიანი, მისი ფიზიკური სილამაზე, სულიერი ცხოვრების სიმდიდრე. ჰარმონიულად განვითარებული, ჰეროიზებული ადამიანი ეპოქის იდეალია. 
    

    რენესანსის ეპოქის გამოჩენილი მხატვრები იყვნენ:ლეონარდო და ვინჩი,რაფაელი სანტი,მიქელანჯელო.                                            
       ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს,იტალიის პატარო სოფელ ვინჩში.იგი საოცარი სილამაზით ,იშვიათი ძალღონით და გონებამახვილობით გამოირჩეოდა.ლეონარდო შესანიშნავი მხატვარი,გენიალური ინჟინერი და გამომგონებელი იყო.შექმნა საბრძოლო და საფრენი აპარატების ესკიზები,გამოიგონა პარაშუტი. ლეონარდო იშვიათად ასრულებდა საქმეს, ამიტომ ათასობით დაწყებული ჩანახატიდან რამდენიმე დასრულებული ქმნილებაა შემორჩენილი.             აღორძინების  კლასიკური სტილის მონახაზები    ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის დადგომამდე ოცი წლით ადრე გამოჩნდა ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებაში.მისი მთავარი იდეა იყო შუა საუკუნეებისათვის ტრადიციული ანტაგონიზმის გადაალახვა  მატერიალურსა და სულიერს შორის,გრძნობადსა და ცოდნას შორის და ასეევე განმტკიცება იმ რწმენისა,რომ ხელოვნებამ უნდა შეძლოს აღდგენა ცხვორებისეული ჰარმონიისა,რომელსაც უზენაესი მართავს.ამგვარად,ღმერთმა და ადამიანმა,იმპულსურმა და  ნასწავლმა,ცამ და დედამიწამ ,სინათლემ და სიბნელემ ზურგი უნდა აქციონ ანტაგონიზმს,შეერწყან ერთურთს ,შეავსონ ერთმანეთი.თავის ცნობილ ტრაქტატში ვინჩი წერს::მხატვრის გონება უნდა გარდაიქმნას ბუნების გონებად და გახდეს შუამავალი მასსა და ბუნებას შორის.ეს არის წესთა  წესი  ,რომელსაც აუცილებლად უნდა მისდიონ იმ ადამიანებმა ,ვინც აკვირდება ბუნების მოვლენებს.თუ ბუნება იწყებს მიზეზის ძიებით,რათა დაამთავროს ექსპერიმენტით,ჩვენ საპირისპირო გზას უნდა გავყვეთ:დავიწყოთ ექსპერიმენტით და მასზე დაყრდნობით გამოვიკვლიოთ მიზეზი.კარგ მხატვარს ორი რამ აქვს დასახატავი:ადამიანი და  მისი სულის მოძრაობა.პირველის დახატვა ადვილია,მეორესი -არა,რადგან სხეულის პოზის მიღმა,მისი ყოველი მოძრაობის მიღმა უნდა ჩანდეს სული.ფიგურა არაფერს ნიშნავს,თუ მასში  არ ჩანს მოძრაობა სულისა და გრძნობებისა.”         
    

     რაფაელი სანტი დაიბადა 1483 წელს 6 აპრილს იტალიის ქალაქ ურბინოში,ამიტომაც იხსენებენ  ზოგჯერ რაფაელ დე ურბინოდ ჩრდილო -აღმოსავლეთ რეგიონის ,მარკეს დედაქალაქში.მას ხატვა მამამ ჯოვანი სანტიმ ასწავლა და პატარაობიდან ხატავდა.1491 წელს რაფაელს დედა გარდაეცვალა   .მამა მეორედ დაქორწინდა,მაგრამ 1494 წელს პირველ აგვისტოს უეცრად გარდაიცვალა.ობლის მეურვეობა ითავა ბიძამ,მღვდელმა ბართოლომეომ.აღორძინების ეპოქის სამ უდიდეს წარმომადგენელთა შორის მხოლოდ მიქელანჯელო ბუონაროტიზე რვა წლით და ლეონარდო და  ვინჩიზე ოცდაათი წლით უმცროსი რაფაელი გადავიდა მე-16 საუკუნეში კვატროჩენტოს მცირედი ”ბარგით”.პირველი საბუთი სადაც რაფაელი იხსენიება როგორც მხატვარი,დათარიღებულია 1500 წლის დეკემბრით.ეს არის ხელშეკრულება,რომლის თნახმადაც რაფაელს ევალება საკურთხევლის მოხატვა.დღემდე შემორჩენილია რაფაელის ხელმოწერილი რამდენიმე  ფრაგმენტი ჩიტა დი კასტელოში,1504 წლის შემოდგომაზე რაფაელი ფლორენციაში გაემგზავრა.იქ შექმნილ მის ნახატებში ,როგორიცაა : ”წმინდა ნიკოლა ტოლენტიინოელის კორონაცია”, ”ჯვარცმა”, ღვთისმშობლის კორონაცია: სრული უმწიფრობა ჩანს.კრიტიკოსები ერთხმად ადასტურებენ ,რომ ფლორენციაში ცხოვრების ოთხი წლის განმავლობაში რაფაელი მთელი არსებით ჩაიძირა თავისი მასწავლებლების კლასიკური მემკვიდრეობის შესწავლაში.განსაკუთრებით ”ჯოკონდას”ავტორის შემოქმედებამ გაიტაცა.ეს ცხადად ჩანს მის ფლორენციულ ღვთისმშობელთა სერიაში: ”მადონა მდელოზე”,”მადონა მიხაკიტ”,”მადონა მებაღე”ამ ნაწარმოებებში რაფაელმა ლეონარდოსეული ემოციური ინტენსივობა სასამოვნო,დახვეწილ და გაწონასწორებულ,ზოგჯერ აშკარა მსუბუქ განწყობილებად აქცია.სამაგიეროდ ფლორენციულ ნახატში ”მადონა ბალდაჩინო”,ანუ ”მადონა ბალდახინქვეშ”,რაფაელმა მიქელანჯელოსეული რელიეფურობა გამოიყენა. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა უამრავი შედევრი დაგვიტოვა.დიდი მიღწევები ჰქონდა არქიტექტურაშიც.პაპის დავალებით მოხატა ვატიკანის სასახლის დარბაზები.რაფაელი ხატავდა მადონებს,მაგრამ სიქსტეს მადონამ სხვა მადონები დაჩრდილა.იგი პორტრეტების უზადო ოსტატი იყო.                                 
       მიქელანჯელო დაიბადა 1475 წელს 6 მარტს ქალაქ კაპრეზეში ფლორენციაში.მიქელანჯელო ბუონაროტი პირველია მხატვრობაში,ხუროთმოძღვრებაში , ქანდაკების ხელოვნებაში,არქიტექტურაში და წერდა ბრწყვინვალე ლექსებს. მიქელანჯელო დაუახლოვდა მედიჩებს და მათ კარზე ნეოპლატონურ წყაროს წყალს დაეწაფა ,ანუ გაიზიარა ის ტენდენცია ,რომელიც ძირს უთხრიდა არისტოტელესეულ სტრუქტურას.ე.ი. იმ სტრუქტურას,რომელის მიხედვითაც შუა საუკუნეების თომიზმი მკაცრად ადევნებდა თვალს  ინტელექტუალურ და შემოქმედებით შრომას.მიქელანჯელოს ლეონარდოსავით მუდამ ძველისკენ ჰქონდა მიმართული მზერა,მაგრამ არასოდეს ღალატობდა ჭეშმარიტად ქრისტიანულ სულიერებას,რითც სუნთქავდა  მისი შემოქმედება.1508 წელს ”სიქსტეს კაპელის ”შექმნა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო მიქელანჯელოსთვის ,მისი ესთტიკისთვის,ანუ იმისთვის,რასაც მისი პლასტიკა გადმოსცემს.მიქელანჯელოს არქიტექტურა მის ფრესკებზე,მის ნახატებში ცოცხლდება.
მან შექმნა სამი ათასამდე სახე,მაგრამ არასდროს გაუმეორებია.მიქელანჯელო 25 წლის იყო როდესაც მარმარილოსაგან ''პიეტა'' (ქრისტეს დატირება) შექმნა.მოხატა ვატიკანის სიქსტეს კაპელას ჭერი და კედლები,რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მნახველებზე.შექმნა ბიბლიური დავითის 5მეტრიანი  მარმარილოს ქანდაკება.იგი იყო წმინდა პეტრეს ტაძრის არქიტექტორი.მიქელანჯელომ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა.იგი გარდაიცვალა 1564 წლის 18 თებერვალს.მისი ნეშტი ანდერძის თანახმად ,ფარულად წაასვენეს რომიდან და დაკრძალეს სამშობლოში.             


                                                                                    


                                        
ძალიან ვარ გატაცებული იტალიური კულტურით.როგორც მოგეხსენებათ ეს შედევრები რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კულტურისა.შარშან მქონდა ერთ თვიანი ტურნე იტალიაში,კერძოდ ტოსკანის მხარეში,დავათვალიერე ტოსკანის ცენტრი ასე რომ ვთქვათ.ფლორენცია.შთაბეჭდილებებით სავსე ჩამოვედი და მინდა შემგთავაზოთ ჩემ მიერ გადაღებული ფოტოები ამ ქალაქის და იქ არსებული არქიტექტურისა რომლის ავტორები ეს უდიდესი მხავტრები გახლავთ.
     




დიდი მხატვრები  რაფაელი               რენესანსი       რენესანსის მხატვრობა

No comments:

Post a Comment