Friday, January 25, 2013

თანამედროვე ეპოქა


თანამედროვე ეპოქა

       ეპოქა…. დაუსრულებელი მცნებაა.. მაინც როგორ ქმნიან ადამიანები ეპოქას? ან ვინ ქმნის? ეპოქას ჩვეულებრივ მოკვდავთ შორის გამორჩეული, ნიჭით დაჯილდოებული, მსოფლმხედველობას ზიარებული კაცობრიობის ნაწილი ქმნის,ქმნიდა და შექმნის… სხვაგავრად არ გამოვა, ეს ჩვენს მიერ დაწესებული კანონზომიერებაა და მას ვერ გავექცევით ! თუ ჩვენი ერის წარსული ეპოქა ^ჩოხოსანმა და წვერ-ულვაშით დამშვენებულმა ადამიანებმა შექმნეს, დღევანდელობას ჩვენ ვქმნით , ახალი თაობა...
  ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთი, ამა თუ იმ ცივილიზაციას ეკუთვნის… ცივილიზაციას კი ევოლუციონერი ერები, შემოქმედნი და შემოქმედებანი ქმნიან.
თავიანთი ეპოქა შექმნეს ასევე ამათაც  : პირველად უნდა აღინიშნოს თანამედროვე სპორტული მანქანების გამოგონება,რომელმაც შექმნა ახალი ეპოქა.  

                       2012 წლის ყველაზე სწრაფები

2012 წლის ყველაზე სწრაფები
ავტო ინდუსტრია ყოველწლიურად რომ ვითარდება არავისთვის გასაკვირი აღარ არის. სხვადასხვა ავტო მწარმოებლები მუდმივად ახლის ძიებაში არიან და ცდილობენ შექმნან რაღაც განსაკუთრებული, გასაოცარი, შეუდარებელი, რათა მიიპყრონ ავტო მოყვარულთა გულები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი რაც ავტომობილისთვისაა აუცილებელი, არის სისწრაფე. პირველი ავტომობილის გამოჩენიდან დღემდე თუ გადავხედავთ, ეს კომპონენტი მუდმივად იზრდება. თუ რამდენს მიაღწია, ამას თავად ნახავთ სტატიის გაგრძელებაში.
5. Koenigsegg CCX: 245 mph, 60 მილს (100 კმ) ავითარებს 3,2 წამში, აქვს V8 მოცულობის ძრავი. შექმნილია შვედეთში, Agera R-ის შთამომავლად ითვლება. თუ გადაწყვეტთ მის შეძენას, თქვენი ჯიბე $545,568-ით გათხელდება.
4. Saleen S7 Twin-Turbo: 248 mph, 60 მილს ავითარებს 2.8 წამში. მას აქვს 8 ცილინდრი, ორმაგი ტურბო და 706 ცხენის ძალა, ხოლო საბაზრო ფასი შეადგენს $555,000-ს.
3. 9ff GT9-R: 257 mph, 60 მილი 2,9 წმ_ში. აქვს 2*V6 ცილინდრი ანუ 12, 1120 ცხენის ძალა და ორმაგი ტურბო. $695,000 არის მისი ფასი. როგორც დიზაინიდან ჩანს, შემქმნელებმა პორშე 911-ის დიზაინზე ააწყეს.
3. SSC Ultimate Aero: 257 mph, 60 მილი 2,7 წმ-ში. 1180 ცხენის ძალა და ორმაგი ტურბო ძრავი 8 ცილინდრით წარმოუდგენელ სისწრაფეს განაპირობებს. ეს მოდელი 2007 წლის მარტში გამოცადეს Guinness World Records-ზე. 2007 წლიდან 2010 წლამდე იგი ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე სწრაფ მანქანად. თუ რა მოხდა შემდეგ, ამას მეორე და პირველ ადგილოსანი ავტომობილები გვიჩვენებენ.

2. Koenigsegg Agera R: 260 mph, 60 მილი 2,9 წამში. მას აქვს 5 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავი, ორმაგი ტურბოს მხარდაჭერა და 1099 ცხენის ძალა. რატომ მეორე ადგილი? გარდა იმისა, რომ მესამე ადგილოსანს 3 მილი/სთ-ით და 19 ცხენის ძალით გაასწრო, მას ასევე აქვს Ski Box ზამთრისთვის, მოყინულ გზებზე უსაფრთხოდ გადასაადგილებლად (პ.ს. ამით ქუჩაში ვინ ივლის :)1,6 მილიონი ღირს ). ფასი კი სულ რაღაც $1,600,000-ს შეადგენს.
1. Bugatti Veyron Super Sport: 267 mph, 60 მილს ავითარებს 2,4 წმ-ში. ვეირონს აქვს 8 ლიტრი მოცულობის ძრავი 16 ცილინდრით და 1200 ცხენის ძალა. 2010 წლის 10 ივნისს ის პირველად გამოცადეს და მას შემდეგ დამსახურებულად უკავია პირველი ადგილი. საბაზრო ფასი 2,4 მილიონ დოლარს შეადგენს.    

                                    
Mangalicanga
მსხვილ ქალაქებში რთული საგზაო სიტუაციისადმი მორიგი პასუხია კონცეპტ-ავტომობილი Mangalicanga. თუმცა, კონცეპტ-ავტომობილი — ხმამაღალი ნათქვამია, სერიოზულ მანქანას აუცილებელი არაა მოწინავე ელექტრონიკა და სარბოლო ელექტროძრავი ჰქონდეს. არა, ამჯერად საქმე მოკრძალებულ ორადგილიან ველომობილთან გვაქვს.
ველომობილის Mangalicanga ძარა საშუალო ავტომობილის სიგანეზე პრაქტიკულად ორჯერ ნაკლებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გზის ერთ ხაზში ერთდროულად ორი ასეთი მანქანა ეტევა. ამას გარდა, ბოლოდროინდელ ეკოლოგიურ მოთხოვნებსაც პასუხობს, რადგან Mangalicanga-ს მხოლოდ ადამიანის კუნთების ძალა ამოძრავებს; შესაბამისად, არ გამოიყენება არც საწვავი, არც ელექტრობა. კონცეპტის ავტორი უნგრელი დიზაინერი დავიდ რაფაია (David Raffai).





                ჰოლანდიაში ზამთრისთვის საველოსიპედე გზების დათბობა დაიწყეს 


               მიუხედავად ზამთრის სუსხიანი ამინდებისა, ჰოლანდიის ქუჩებში პიკის საათის დროს იმაზე მეტი ველოსიპედი მოძრაობს ქალაქებში, ვიდრე მანქანა. ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუწყოს მათ პოპულარობას. დღეისათვის ქვეყანაში 18 მილიონამდე ველოსიპედის მომხმარებელი აღირიცხება და მათ უსაფრთო და კომფორთულ გადაადგილებაზე ზრუნვა მთავრობის ერთ–ერთი პრიორიტეტია. გარდა იმისა რომ გზები მანათობელი საღებავითაა დახაზული, რაც ღამის განმავლობაშიც კი კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს, ცდილობენ შეიმუშაონ ზამთრის დროს ყინულზე უსაფრთხო გადაადგილების მეთოდიც. ყინულის გასადნობად კი საკმარისია სულ მცირე – ქუჩების დათბობა. ამისთის გზის საფარი ბეტონის ქვეშ მონტაჟდება პლასტმასის მილები, რომელშიც მიედინება მიწისქვეშა წყლები. გეოთერმული ენერგიის გამოყენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა იმ ზარალზე თავის არიდება, რასაც ზამთრის განმავლობაში მოყინულ გზებზე გადაადგილებას ქვეყნის მაშტაბით მოაქვს, ამად ნამდვილად ღირს.






                                         დუბაის მეტრო



09.09.09 ამ განსაკუთრებულ დღეს დუბაიში გახსნეს პირველი მეტროს ხაზი, რომელიც ყველაზე გრძელ ავტომატურ სარკინიგზო სისტემად ითვლება მთელ მსოფლიოში. ამასთან, სპარსეთის ყურეში ეს მეტრო პირველია. მისი მშენებლობა დაიწყეს 2005 წელს და ერთდროულად რამდენიმე ხაზის გაყვანას შეუდგნენ. დღესდღეობით დუბაიში არის 26 სადგური, ხოლო თითოეულის მარშუტის სიგრძე 52 კმ -ს შეადგენს. ცნობილია, რომ კიდევ აპირებენ 4 ხაზის გაყვანას, რომელთაგან 2 უკვე მზადაა. ჯამში ოთხივე ხაზის სიგრძე შეადგენს 172 კმ-ს. მატარებელს არ ჰყავს ვატმანი – იგი იმართება დისტანციურად.







               ადამიანი რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა


ადამიანი რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა
ადამიანი რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა – ასეთ შეფასებას აძლევდნენ ცნობილ ფიზიკოსსა და გამომგონებელს, ნიკოლა ტესლას, მისი თანამედროვენი. ის იყო გენიალური პიროვნება, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა მეცნიერებას და არასოდეს ჰყოლია ოჯახი. ამას გარდა იგი იყო 700-მდე პატენტის ავტორი, მათ შორის რადიო-კომუნიკაციები, დისტანციური კონტროლი, ტურბინები, ლაზერული გამოსხივება და ა.შ.
ნიკოლა ტესლა იყო ადამიანი, რომელმაც  1895 წელს დააპროექტა პირველი ჰიდროელექტრო სადგური ნიაგარას ჩანჩქერზე, რის შემდეგაც იგი მსფლიო მასშტაბით გახდა პოპულარული ადამიანი. 1909 წელს მიიღო ნობელის პრემია, რადიო-ტალღების მიღება გაშვების სისტემის გამოგონებისთვის. მაგრამ მისი სახელი მაინც უკავშირდება ყველაზე ცნობილ მოვლენას, როდესაც 1900 წელს მან შეძლო, 40 კმ-ის დაშორებით 200 ნათურის ანთება უკაბელოდ.
თავდაპირველად ყველაფერი დაიწყო, ცნობილ მეცნიერთან, ედისონთან დაპირისპირებით. ის იყო მუდმივი დენის ავტორი და დავა მიდიოდა, ატლანტის სანაპიროზე განთავსებულ, მუდმივი დენის სადგურების სარგებლიანობაზე. ტესლა წინააღმდეგი იყო ამ სისტემის, რადგან შორ მანძილზე დენის გადაცემას დიდი ძაბვა სჭირდებოდა, რასაც სადენები ვერ უძლებდა და ყოველ 3 კილომეტრში იდგა სადგური. ნიკოლა ტესლა ამტკიცებდა რომ, შესაძლებელი იყო მიზნის მიღწევა, ცვლადი დენის საშუალებით და ენერგიის დანაკარგიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ამის შემდეგ, მეცნიერმა დაიწყო გენერატორებზე, ძრავებისა და ტრანსფორმერებზე მუშაობა, დაამზადა 40 -მდე პატენტი, რის შემდგომაც მის გამოგონებას ყიდულობს ამერიკელი ინჟინერი ჯორჯ ვესტინგჰაუსი. ამან დაუდო დასაბამი ელექტროენერგიის გამოყენებას განათებისთვის. ასე გახდა ნიკოლა ტესლა თანამედროვე, განათებული მსოფლიოს ავტორი.
   

                                     empire state building


empire state building
“empire state building” მშენებლობა მხოლოდ 410 დღე გაგრძელდა და 24 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა.
მშენებელთა სამუშაო დრომ ჯამში 7 მილიონ საათზე მეტი შეადგინა. შენობა 1931 წელს აშენდა და 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმაღლეს შენობად ითვლებოდა (1970-იან წლებში ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორი ერთნაირი შენობა აშენდა, ისინი ცნობილი არიან “ტყუპების” სახელით. სწორედ მათ დაამყარეს ახალი რეკორდი).
“empire state building” დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობაა. ყოველწლიურად მას 3 მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავს. აქ მისულ ადამიანს 82-ე და 102-ე სართულებზე მდებარე მოედნებიდან შეუძლია ხედით დატკბეს.
ეს შენობა გადაღებულია არაერთ ფილმში, მათ შორის “კინგ კონგშიც”.
საინტერესო ცნობები “empire state building” შესახებ:
●  შენობას 73 ლიფტი ემსახურება.
●  ნებისმიერ მნახველს შეუძლია “დატკბეს” 1860-საფეხურიან კიბეზე ასვლით.
●   შენობის საერთო წონა 331 122 ტონას შეადგენს და მის მშენებლობაზე ფოლადის უაზრმაზარი კარკასი, 10 მილიონი აგური და ასეულობით ტონა ალუმინი და უჟანგავი ფოლადია გამოყენებული.
●   შენობის სატელოფონო კაბელების სიგრძე 5633 კილომეტრს შეადგენს.
●   1943 წლის 28 ივლისს შენობას 78-ე და 79-ე სართულებს შორის B-25 ტიპის ბომბდამშენი შეეჯახა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა.
●   ღამიშ შენობა ფერადი სანათებითაა განათებული. ფერები უახლოეს დღესასწაულებს შეესაბამება: დამოუკიდებლობის დღეს შეესაბამება წითელი, თეთრი და ლურჯი, წმინდა პატრიკის დღეს – მწვანე და ა.შ.
●  შენობას 6500 ფანჯარა აქვს.
● შენობის თავზე აღმართული შპილი, თვითმფრინავებთან დასაკავშირებელი რადიოანძის ფუნქციას ასრულებს.
● კარგ ამინდში 102-ე სართულიდან 120 კილომეტრით დაშორებული ადგილები ჩანს.
● ”empire state building”, რომლის 16,7 მეტრიანი ნაწილი მიწის ქვეშაა, მე-5 ავენიუზე დგას, 33-ე და 34-ე ქუჩებს შორის. შენობის პირველ ორ სართულზე მაღაზიებია განლაგებული.
● მოგვიანებით შენობას სატელევიზიო ანძა დაამატეს, რამაც შენობის სიმაღლე 443 მეტრამდე გაზარდა. შენობის არსებობის პირველ ათ წელიწადში მეხამრიდს მეხი 68-ჯერ დაეცა.




                     ვირტუალური რეალობა Canon – გან 


ვირტუალური რეალობა Canon – გან
Canon – მა გააკეთა მოწყობილობის პრეზენტაცია, რომლის გამოშვებასაც 2012 წლის ივლისის ბოლოს გეგმავს.
ვირტუალური რეალობა, სადაც ერთ მოწყობილობაში ერთეანდება ვირტუალური და რეალური სამყარო. ასევე სისტემა წინამორბედებისაგან გამოირჩება იმით, რომ ძალიან სწრაფია და მასში ქმედების განხორციელება ერთდროულად შეუძლია რამოდენიმე ადამიანს.
აღნიშნული მოწყობილობა არ შექმნილა ვირტუალური თამაშების განვითარებისათვის, მისი გამოყენება იგეგმება სამეცნიერო, დიზაინერულ და მოდელირების სფეროებში.
     




                          ტიანჯინი – ახალი ეკო ქალაქი


ჩინეთის ქალაქი ტიანჯინი ეკო ქალაქის ეკოლოგიის და დაგეგმარების მუზეუმების ადგილი გახდება. მისი შექმნის იდეა 2012 წლის აგვისტოში დაიბადა და ნოემბრისთვის მუზეუმის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილი იყო 600 000 კვ–მ ადგილი.
მუზეუმებს, რომლებიც ვიზუალურად ერთმანეთზეა დამოკიდებული, თავის საკუთარი “დამატებითი” სივრცეები აქვთ. ქალაქი 350 000 ადამიანზეა გათვლილი და პეკინიდან ორი საათის სავალზეა. მუზეუმები ის პირველი კულტურული ნაგებობებია, რომლებიც ახალ ეკოლოგიურ ქალაქს დაამშვენებს
.ტიანჯინი – ახალი ეკო ქალაქი

ტიანჯინი – ახალი ეკო ქალაქი


                 კოსმოსური კვლევის მიღწევები და ახალი ჰორიზონტები



2000 წელი. ნიარ-
შუმეიკერმა ასტროიდ ეროსს შემოუარა და მისი რუკა გადაიღო.
2004 წელი. კასინი-ჰიუგენსმა სატურნს მიაღწია; მარსზე დაჯდა მარსის მკვლევარი.
2005 წელი. NASA-ს ღრმა დარტყმის ზონდმა კომეტა ტემპელ 1-ს მიაღწია (ამ კომეტაზე აუცილებლად მოგითხრობთ) ; ჰიუგენსი ტიტანზე დაჯდა.
2006 წელი. გაუშვეს ზონდი ახალი ჰორიზონტები, ნასას სტარდასტმა კი კომეტის მტვრის ნიმუშები ჩამოიტანა.
მიმდინარე მისიები
1.კასინი გარემოიქცევა სატურნის ირგვლივ, გაშვებულია 1997 წლის 15 ოქტომბერს.
2.მერკურის მაცნე გაშვებულია 2004 წლის 3 აგვისტოს.
3.მარსის მზვერავი გაშვებულია 2005 წლის 9 ნოემბერს, გარემოიქცევა მარსის ირგვლივ.
4.ვენერა გაშვებულია 2005 წლის 9 ნოემბერს ვენერას ირგვლივ.
5.ახალი ჰორიზონტები იკვლევს პლუტონს და კოიპერის სარტყელში მყოფ პლანეტებს. გაშვებულია 2006 წლის 19 იანვარს.
2006 წლის 19 იანვარს გაუშვეს ზონდი ახალი ჰორიზონტები რომელმაც უნდა გამოიკვლიოს პლუტონი. პლუტონზე მანამდე რაკეტა არ დამჯდარა. დაბინდული ხედები დედამიწიდან ძალიან ცოტას გვეუბნება ამ პატარა პლანეტის შესახებ.ახალი ჰორიზონტები გამოიკვლევს საფეხბურთო მოედნის ზომის ზედაპირებს პლუტონზე და მის მთვარეებზე.ახალი ჰორიზონტები უკან აღარასოდეს აღარ დაბრუნდება, იგი თავის ყველა მონაცემს გამოაგზავნის დედამიწაზე, ანტენის მეშვეობით. ზონდი ენერგიას იღებს ატომური გენერატორიდან. ზონდი თავის დანიშნულების ადგილას სავარაუდოდ 2015 წლის ივლისში მიაღწევს. იგი გადაიღებს პლუტონისა და მისი მთვარეების სურათებს. ზონდი კოიპერის სარტყელში შეიძლება პლუტონის მსგავს 1 ან რამდენიმე ობიექტს გადააწყდეს.





                                   კომპიუტერული თამაშები და ბავშვები

  კომ­პი­­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის ინ­დუს­ტრია დღეს საკ­მა­ოდ შე­მო­სავ­ლი­­ნია.მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­­ბით 25 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რისთა­მა­შე­ბი იყი­დე­ბაამ მას­შტა­ბე­ბის მიღ­წე­ვას სულ რა­ღაც 41 წე­ლი დას­ჭირ­დამასშემ­დეგ რაც პირ­ვე­ლი კო­მერ­ცი­­ლი ვი­დე­­თა­მა­ში გა­მოჩ­ნდა
     კომპიუტერული თამაშები ბავშვებში, შექმნის დღიდან, დიდი პოპულარობით სარგებლობს.თამაშებითუმეტესწილად, 13-17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან დაინტერეებულირაცბავშვთა აზროვნებაში ცუდ ზეგავლენას ახდენს.



მრავალი თამაში იმდენად უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვთა ნერვულსისტემაზერომ მათი გამოყენება ბევრგან აიკრძალახშირია შემთხვევაროცათამაში ათასგვარი დემონური სურათებით არის გამდიდრებულისადაცმოთამაშეს უწევს მოკლასწაართვასმოიტაცოსააფეთქოსგაანადგუროს დასხვ.

      ერთ-ერთი მომხმარებელის თქმით, ყველა კომპიუტერული თამაში ცუდი არ არისმაგრამბევრი დროის წართმევა შეუძლია დაამავე დროსმიჩვევა იცის  ჩაიწერერამდენ დროსუთმობ თამაშს და შემდეგ შეადარე იმ დროსრასაც უფრო მნიშვნელოვან საქმეებსანდომებეს დაგეხმარებარომ პრიორიტეტები სწორად დაადგინო


    მოზარდი ნაწილობრივ კარგავს რეალურად აღქმის უნარს და საკუთარ სამყაროშიცხოვრობს გამოგონილი პერსონაჟებით.  იწვევს უმიზეზო აგრესიასბავშვებს სწავლისადმიინტერესი ეკარგება  და დროს კომპიუტერული თამაშებისათვის კარგავენ
რაშია გამოსავალი? მშობლებმა შვილებს კომპიუტერით სარგებლობის ლიმიტი უნდადაუწესონასევე დააინტერესონ სპორტითცეკვით ან წიგნებითთუ აკრძალვაშეუძლებელიამშობლებმა ბავშვებს უნდა აუხსნანრომ თამაში განსაკუთრებულისამყაროარომლის წესების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა არავითარ შემთხვევაშიარ შეიძლება.




                                                                                                               www.earth.ge

                                                                                                                   http://ucnauri.com/
                                                                                                                                         http://computerplayy.blogspot.com/

No comments:

Post a Comment