ეგვიპტური ცივილიზაცია

ძველი ეგვიპტე (ეგვიპტურადHiero O49.png „კემე“ – შავი ქვეყანა) იყო უძველესიცივილიზაცია აღმოსავლეთ ჩრდ. აფრიკაშინილოსის გავაკების არეალში, სადაც ამჟამად თანამედროვე ქვეყანა ეგვიპტე მდებარეობს. ცივილიზაცია აღმოცენდა დაახლოებით ძვ. წ. 3150 წელს[1], პირველი ფარაონის მიერ ზემო და ქვემო ეგვიპტის პოლიტიკური გაერთიანებით, რომელიც მომდევნო სამი ათასწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა.[2] მისი ისტორია ითვლის რამდენიმე სტაბილური „სამეფოს“ სერიას.        ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსისხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა, რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას. მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათაკომპლექსური სისტემის მეშვეობით.  

  უფრო დაწვრილებით გადავხედოთ ეგვიპტის ისტორიას.. 
  ეგვიპტე ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციის სამშობლოა.დაახლოებით ძვ.წ.3150 წელს ზემო და ქვემო ეგვიპტე გაერთიანდა და სამეფოს აღზევების ხანა დაიწყო,რომელიც თითქმის 3000 წელს გაგრძელდა.პატარა დასახლებები სოფლად,შემდეგ კი ქალაქებად იქცა.ეგვიპტელები დიდ მონუმენტებს -აკლდამებსა და ტაძრებს აგებდნენ.ან ნაგებობათა ნაწილმა-კარგად შემონახული სარკოფაგებით,მუმიებით,კედლის ნახატებითა და ქანდაკებებით-ჩვენამდე ხელუხლებლად მოაგწია.მათი წყალობით დღს ბევრი რამ ვიცით ფარაონებისა და მათი ოჯახების ცხოვრების შესახებ.ცნობილი ძველეგვიპტური ნაგებობები ძველი მსოფლიოს საოცრებებს მიეკუთვნება.ამას გარდა ,ეგვიპტის მშრალმა კლიმატმა ხელი შეუწყო მრავალი სხვა ნივთის დაუზიანებლად შენარჩუნებას საუკუნეების განმავლობაში.უკანასკნელ წლებში გათხრების შედეგად მეცნიერებმა ბევრი რამ შეიტყვეს ეგვიპტელთა ყოფა-ცხოვრების შესახებ.აღმოჩენებმა ნათელი მოჰფინა უბრალო ადამიანების - ვაჭრების,ხელოსნების,მხატვრების,მშენებლების და ნილოსის ნაპირებზე გადაშლილ ყანებზე მომუშავე გლეხების ცხოვრებასა და იმ წარმოდგენებს,რომლებსაც ემყარებოდა ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია.
   წინადინასტიური ეგვიპტე....      ეგვიპტის ისტორიის ადრეულ პერიოდს ,დაახლოებით ძვ,წ.3500-3150 წლებს,”წინადინასტიური პერიოდი”ეწოდება.ის მმართველი ოჯახების მიერ ეგვიპტის გაერთიანებით სრულდება.უფრო ადრე ამ მიწებზე მომთაბარე მონადირეები დასახლდნენ და მიწის დამუშავება დაიწყეს,მოგვიანებით კი მათი პატარა დასახლებები სოფლად იქცა.


                   ნილოსის დასახლება 

      დაახლოებით ძვ.წ.10000 წელს ნილოსის ველზე საჰარის უდაბნოდან მომთაბარე ტომები მოვიდნენ.მეცნიერთა აზრით თაცდაპირველად ისინი მომცრო ჯგუფებად ცხოვრებას განაგრძობდნენ და სეზონის ცვლილებისა და მდინარის ყოველწლიური ადიდების შესაბამისად იცვლიდნენ ადგილს.ნილოსის წყალსა და მდინარის გასწვრივ გადაჭიმული ნაყოფიერი მიწების ვიწრო ზოლს მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.ძველი ეგვიპტელები ნილოსის შლამს თავშესაფრებისა და სახლების ასაგებად იყენებდნენ.თავდაპირველად ისინი ლერწმისა და ხის ტოტებისგან დაწნულ კედლებს ტალახით ლესავდნენ.უფრო დიდ შენობებს ტალახის აგურით აგებდნენ.აგურების დასამზადებლად თხელ ტალახს ჩალასა და ქვიშას ურევდნენ,შემდეგ ამ ნარევს ხის ყალიბში ასხამდნენ.გამაგრების შემდეგ აგურებს მზეზე აშრობდნენ.


             დაკრძალვა და მხატვრობა

    პირველი ეგვიპტელები გარდაცვლილს პირდაპირ უდაბნოს ქვიშაში მარხავდნენ.ცხელ ქვიშა გვამს აშრობდა და გახრწნისგან იცავდა.ჰიერაკონპოლისში,ზემო ეგვიპტის ქალაქ თებეს მახლობლად,დაახლოებით ძვ.წ.3000წელს დიდი სასაფლაო აშენდა.მეცნიერთა ვარაუდით,ეს იყო ყველაზე ძველი მოხატული სამარხი ეგვპტეში.
  


                კოსმეტიკა 

     ეგვიპტელი ქალებიცა და კაცებიც კოსმეტიკას იყენებდნენ.თვალის შავ ფხვნილს გალენიტისაგან ამზადებნენ.მწვანე ფხვნილს -მალაქიტისაგან,ტუჩების შესაღებ წითელ მასას რკინის ჟანგისაგან,ხოლო ლოყების შესაფერადებელ ფხვნილს-ჟანგმიწისაგან.ეგვიპტელები თმას ინით იღებავდნენ,კანს კი ზეთით ოზელდნენ.კოსმეტიკის დასაფქვავ ხელსაწყოებს და ჭურჭელს ცხოველთა ფორმებს აძლევდნენ,პატრონის გარდაცვალებისას კი მას საფლავში ატანდნენ.როგორც ჩანს,ძველ ეგვიპტელებს თავიანთი სილამაზის შენარჩუნება საიქიოშიც სურდათ.:)
  

             კალენდარი 


  ეგვიპტელები წელიწადს სამ ნაწილად ყოფდნენ.ასეტი დაყოფა ნილოსის წლიურ ციკლს ემყარებოდა.წყალდიდობის სეზონი ,ჩვეულებრივ ,შუა ივლისში იწყებოდა და შუა ნოემბერში თავდებოდა.ამას მოსდევდა თესვის სეზონი,რომელიც მარტის შუამდე გრძელდებოდა.მესამე სეზონი მოსავლის აღებას ემთხვეოდა,როდესაც მდინარის დონე ყველაზე დაბალი იყო.



           სიკვდილი და საიქიო    

ეგვიპტელებს სწამდათ რომ,სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობდა ამიტომ ამისთვი ს წინასწარ გულმოდგინედ ემზადებოდნენ.ცხედარს სპეციალურად ამუშავებდნენ და მისგან მუმიას ამზადებდნენ,რათა სხეული გარდაცვლილის სულისთვის შეენარჩუნებინათ.ეგვიპტელთა აზრით,ადამიანს დასაფლავებამდე ღმერთები სამსჯავროს უწყობდნენ.თავდაპირველად ჩასასვენებელს ლერწმისაგან აკეთებდნენ.მოგვიანებით ლერწამი ხით შეიცვალა ,ხოლო დაახლოებით ძვ.წ.2000 წლიდან ჩასასვენებელს უკვე ადამიანის ფორმას აძლევდნენ.სამგლოვიარო პროცესიას,ჩვეულებრივ,მოტირალი ქალები მიჰყვებოდნენ.გარდაცვლილის თავთან და ფეხებთან მდგარი ორი ქალი ოსირისზე მგლოვიარე ქალღმერთებს,დებს ისადა და ნეფთისს გასასახიერებდნენ.პროცესიის მონაწილე სხვა ქალები კი თავზე მიწას აყრიდნენ და მკერდზე  მჯიღს იცემდნენ.კაცები მწუხარებას იშვიათად გამოხატავდნენ. 


          ეგვიპტური მუმიები


    ეგვიპტელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს მუმიფიცირებაში.ეს არის პროცესი რომელიც ცხედარს გახრწნისგან იცავს.ცხედარს აშრობდნენ და ტოლოში ახვევდნენ.ვიდრე აკლდამაში მოათავსებდნენ,მუმიას ხის,ზოგჯერ კი ქვის სარკოფაგში ასვენებდნენ.ბოლო ხანს,შესწავლის მიზნით,მეცნიერები მუმიებს შემოხვეულ ტილოებს აცლიდნენ,რის შედეგადაც არაერთი მუმია დაზიანდა.  ჩვეულებრივ მუმიას თავზე ნიღაბს აფარებდნენ.ნიღბები თავისთავად ხელოვნების ნიმუში იყო.ხშირად მათზე სტილიზებურ სახეებს გამოხატავდნენ,მაგრამ ზოგჯერ ნიღაბზე გარდაცვლილის რეალისტური პორტრეტი ეხატა.

            პირამიდები


     ეგვიპტური ცივილიზაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო და უბადლო ნიმუშია,რომელის მსოფლიოს 7საოცრებაშია შეტანილი და არამარტო პირამიდები.ასევე დიდი სფინქსიც რომელიც ასევე ეგვიპტელების მიერ აიგო.
  პირამიდების მშენებლობის ეპოქა ძველი სამეფოს პერიოდს განეკუთვნება.ეგვიპტეში 80-ზე მეტი სამეფო პირამიდა აიგო,რომელთგან ყველაზე სახელგანთქმულია გიზას დიდი პირამიდები.ამ ქვის საოცარ ნაგებობებს ფარაონთ აკლდამებად აგებდნენ.ეს იყო წმინდა ადგილი ,საიდანაც გარდაცვლილი ფარაონის სული მიემგზავრებოდა ცაში.საინჟინრო და სამშენებლო საქმის ეს შედევრები ერთმანეთთან ზუსტად მორგებული უზარმაზარი ლოდებით იყო ნაგები.პირამიდის ფორმას ეგვიპტელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.ის მათ სამყაროს შექმნის საწყის ყორღანს აგონებდა და მზის და ვარსკვლავებისაკენ მიმავალ გზას უჩვენებდა.დიდ პირამიდას 30000 მუშა 20 წელიწადზე მეტხანს აშენებდა.მშენებლობისას გამოიყენებოდა დაახლოებით 2.3მილიონი ლოდი,რომელთაგან თითოეული 2.5ტონას ან მეტს იწონიდა.ლოდებს ადგილზე მარხლების ან გორგოლაჭების მეშვეობით აწყობდნენ.







       დამწერლობა


როცა ეგვიპტურ ცივილიზაციაზეა საუბარი არ შეიძლება არ აღინიშნოს მათი იეროგლიფური დამწერლობა.ბოლო დროის აღმოჩენები გვამცნობს,რომ ეგვიპტელები იეროგლიფურ დამწერლობას ჯერ კიდე დაახლოებით ძვ.წ.3250წელს,ქვეყნის გაერთიანებამდე იყენებდნენ.მათი დამწერლობა სიტყვის აღმნიშვნელი ნახატების (მაგალითად,წრე მზეს ნიშნავდა),ბგერის აღმნიშვნელი ნიშნების (მაგალითად,ბუ ასო ”მ”-ს აღნიშნავდა)  და სხვა სიმბოლოებისაგან შედგებოდა.გამოიყენებოდა უფრო მარტივი ,ე.წ.ეირატიკული დამწერლობაც.მასში გადაბმული ასოები შედიოდა და უფრო სწრაფი და ადვილი  გამოსაყენებელი იყო.იეროგლიფებს აკლდამებისა და ტაძრების კედლის წარწერებისთვის იყენებდნენ,ხოლო იერატიკულ დამწერლობას-ყოველდღიური საქმიანობისთვის.



            
     















გაცოცხლებული ისტორია.ძველი ეგვიპტე.
    ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა                                                                      

                                                                                                                      ძველი ეგვიპტე

No comments:

Post a Comment